საქართველოს კარიტასს მრავალი წელია მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ინკლუზიური განათლების გავრცელებასა და განვითარებაში. სწორედ ამიტომ, BTU-მ მიიღო გადაწყვეტილება ითანამშრომლოს ჩვენთან და ხელი შეუწყოს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებას.
პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ინკლუზიური განათლების თანამედროვე მიდგომებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებსა და სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ პროფესიულ გამოცდილებას.
მსგავსი ინიციატივები უმნიშვნელოვანესია, რათა ემსახურება ერთმანეთისთვის ისეთი გადამწყვეტი გამოცდილებების გაზიარებას, რომლებზე დაყრდნობითაც შემდგომში შევძლებთ უკეთესი, მეტად ლმობიერი და ეთიკური მომავლის შექმნას.