საქართველოს კარიტასი და ბათუმის სამედიცინო აკადემია იწყებენ შინმოვლის პროფესიულ სასწავლო კურსს.
კურსი მოიცავს 50 საათიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები თეორიულ მასალას ონლაინ გაივლიან, ხოლო პრაქტიკულს რეალურ გარემოში. კურსის ბოლოს გაიცემა როგორც ქართულენოვანი, ისე ინგლისურენოვანი სერტიფიკატები.
შინმოვლის პროფესიული კურსის გავლას შეძლებთ ქალაქ ბათუმსა და ქუთაისში.
დაიწყება 14 ივლისს, ხოლო მისი ღირებულება არის 300 ლარი. 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ სარგებლობა სოციალურად დაუცველ პირებსა და მრავალშვილიან დედებს.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/rPAzTw6qyHgm3BRq5