საქართველოს კარიტასის ჩართულობით და საქართველოს კერძო კოლეჯებისა და საქართველოს ექთნების ასოციაციებთან თანამშრომლობით დაფუძნდა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დარგობრივი უნარების ორგანიზაცია.
ორგანიზაციის მიზანია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში პროფესიული უნარების განვითარება, დარგობრივი სტანდარტების გაძლიერება და კვალიფიციური კადრების მომზადებისა და მხარდაჭერის ხელშეწყობა.
საქართველოს კარიტასი აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განვითარებაში. ახალი დარგობრივი უნარების ორგანიზაციის დაფუძნება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ამ მიმართულებით და ხელს შეუწყობს სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.
აღნიშნული ინიციატივა მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა — თემასთან დაკავშირებით ევრონიუსზე გავიდა მოკლე სიუჟეტი.