სითბო არასდროს რჩება იქ, სადაც მას გასცემ - ის გზას აგრძელებს და შეიძლება ერთ დღეს კვლავ შენ შეგხვდეს წინ.
ეს ისტორია პატარა ბავშვზეა - ბავშვზე, რომელმაც, ცივ ქუჩაში ცხოვრების მიუხედავად, მოხალისეებს ყველაზე თბილი საშუალებით გადაუხადა მადლობა.
მოხალისე იხსენებს დღეს, როცა პროექტის ფარგლებში უსახლკაროებისთვის საკვებს არიგებდა. ყველაზე მკვეთრად კი მის მეხსიერებაში დარჩა 4 წლის პატარა ბიჭი დიდი გულით
,,ერთ დღეს ჩემთან 3-4 წლის ბიჭი მოვიდა და საჭმელი მთხოვა. როცა მას ცხელი წვნიანის ულუფა მივეცი, თვითონ ჭამაზე უარი თქვა და თეფში ბავშვიან ქალს მიუტანა. ყოველ ჯერზე როცა საჭმელად მოდიოდა, ჯერ ცდილობდა, სხვაზე ეზრუნა - შემდეგ კი თვითონ ეჭამა.
ჩვენი პროექტი ბევრ ადამიანს დაეხმარა, მაგრამ მისი რეალური მნიშვნელობა ბოლომდე არასდროს გამიაზრებია, სანამ ერთხელ ხალხმრავალ ქუჩაში მიმავალს ვიღაც არ ჩამეხუტა. ვიღაც ძალიან პატარა - ქვევით დავიხედე და დავინახე ის პატარა ბიჭი! ის იყო ყველაზე ძვირფასი ჩახუტება, რაც კი ოდესმე მიმიღია".