საქართველოს კარიტასმა, ჩეხეთის კარიტასის მხარდაჭერით, 2025 წლის ოქტომბრიდან ადრეული ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ,,კარიტასის ადრეული განვითარების ცენტრი“ დააარსა. ცენტრის მთავარი მიზანია ჩარევა განვითარების სწორედ იმ ეტაპზე, როდესაც ბავშვი ამას ყველაზე მეტად საჭიროებს. სპეციალისტთა გუნდი მათ იმ ინფორმაციითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფს, რომელიც ბავშვის დაბადებიდან - შვიდ წლამდე მის ყოველდღიურ საჭიროებასა და უნარების განვითარებას ეხება.
რენოვაბისის, ჩეხეთის კარიტასის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ადრეული განვითარების ცენტრის სივრცე სრულიად აღვჭურვეთ იმ ინვენტარითა და მასალებით, რომლებიც ბავშვებს ყოველდღიურ რუტინაში სრულყოფილად ჩართვისა და მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სპეციალისტები ჩარევას სწორედ იმ სივრცეში განახორციელებენ, სადაც ბავშვი და მისი ოჯახი ამას საჭიროებენ, ეს იქნება: სახლი, ბაღი, სასეირნო სივრცე თუ ჩვენი ცენტრი
26 ნოემბერს ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის ღონისძიება გახსნა საქართველოს კარიტასის პრეზიდენტმა, ქორეპისკოპოსმა, ბენი ბეტიადგარმა.
სტუმრებს, ასევე, სიტყვით მიმართა საქართველოს კარიტასის დირექტორმა, ანაჰით მხოიანმა.
ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის შესახებ ისაუბრა განათლების გაძლიერების პროგრამის მენეჯერმა - გიორგი დემეტრაშვილმა.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ვატიკანის ელჩი, ჩეხეთის ელჩი და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, ასევე, ჩეხეთის კარიტასის დირექტორი, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი, INER Georgia, კამილიელთა სამედიცინო ცენტრი, კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის, BMZ, Catholic.ge - ის წარმომადგენელი და სხვ.
ღონისძიებას დაესწრნენ:
ანა ურმიშვილი- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს წარმომადგენელი.
კატერინა სილჰანოვკა- ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.
ესთერ ვაგნერი- გერმანიის ელჩის მოადგილე.