,,მარტო ვზრდი ორ შვილს და სულ იმის ფიქრი მაქვს, რა იქნება შემდეგი - თუ გავართმევ თავს ამ სირთულეს" - ასე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარი, დიანა.
დიანასთვის ყოველდღიურობა ბრძოლასთან ასოცირდება, ბრძოლასთან, რომელშიც ის მარტო აღარ არის. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი აღმოჩნდა ადგილი, სადაც დიანამაც და მისმა შვილებმაც ნამდვილი მხარდაჭერა იპოვეს.
მანამ, სანამ ცენტრის თანამშრომლები დიანას შვილებს უვლიან, მარტოხელა დედას შეუძლია, რომ თავისუფლად იმუშაოს, რათა შვილებს ბედნიერი მომავალი შეუქმნას.
"მე ბევრი სირთულის მიუხედავად არ დავნებდი, ცხოვრება გავაგრძელე, ორი ბავშვით მარტო გავდივარ გზას და ყოველდღიურ დაბრკოლებებს - თუმცა იმედი არასდროს დამიკარგავს და არც არაფერს ვნანობ" - ამბობს დიანა. მისი თქმით, მთავარია მონდომება და ყველაფერი კარგად იქნება.