ჩვენი თანამშრომელი იხსენებს:
“რამდენიმე წლის წინ სოციალური დაცვის პროგრამაში ვმუშაობდი. ერთ დღეს, როგორც ყველა დანარჩენ დღეს “ჰარმონიას” ვეწვიე, რათა ჩვენი პროექტის წევრები მომენახულებინა. იქ ჩასულმა შორიახლოს ერთ-ერთი წევრი დავინახე, თავისთვის რომ ჰქონდა თავი მხრებში ჩარგული და გულამოსკვნილი ტიროდა. მივედი მასთან და ვკითხე რა უჭირდა, რით დავხმარებოდი.
ცრემლიანი, ღონემიხდილი თვალებით ამომხედა და მორიდებით მითხრა, რომ ერთ თვალში სინათლე სრულად დაკარგული ჰქონდა და მეორე თვალზეც მსგავსი რთული პრობლემები დაეწყო, სრულად კარგავდა მხედველობას. მისთვის ექიმს გამოწერილი ჰქოდა წამალი, რომელიც ყოველდღიურად უნდა ჩაეწვეთებინა თვალში, რათა მხედველობა შეენარჩუნებინა. წამალი 30 ლარი ღირდა, მას კი მსგავსი თანხა არ მოეპოვებოდა.
მახსოვს, როგორ გავშეშდი, მანამდე ამდენად არასდროს მიგრძვნია, თუ რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მცირედსაც ადამიანებისთვის. შესაძლოა ჩვენთვის ეს თანხა სრულიად უმნიშვნელო იყოს, სხვისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
ამ ამბის მოსმენის შემდეგ მთლიანმა გუნდმა ერთიანი ძალებით მოვიძიეთ დონორი, რომელიც ჩვენი პროექტის წევრებს ყოველთვე უფინანსებდა წამლებს, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევა, სამწუხაროდ, ვერ ფარავდა.
ამ მცირედით შევძელით, რომ როგორც ამ ქალბატონისთვის, ისე სხვა დანარჩენი ხანდაზმულებისათვის რთული ცხოვრება ოდნავ მაინც შეგვემსუბუქებინა”.
მცირედსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში.
თუკი გსურს, შენი წვლილი შეიტანო ამ კეთილ საქმეში, ეწვიე ჩვენს დონაციის გვერდს: