საქართველოს კარიტასის თანამშრომლები ყოველდღიურად საკმაოდ რთულ პრობლემებს უმკლავდებიან.
პრევენციის მიზნით მათ სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდათ ტრენინგი სტრესის მართვასა და პროფესიულ გადაწვასთან დაკავშირებით, რომელიც იყო შრომატევადი, ინფორმაციულად დატვირთული და ამავდროულად სახალისო.
სამუშაო გარემოში სტრესის მენეჯმენტი გადამწყვეტი ფაქტორია, ვინაიდან როცა ვიცით მისი მართვა ჩვენი პროდუქტიულობა იზრდება, ვართ მეტად ჩართულები და ვქმნით ლოიალურ სამუშაო გარემოს.