გაცნობებთ, რომ კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი ანახლებს სტუდენტების მიღებას 1 დეკემბრიდან.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კურსი და დარეგისტრირდით
თამაშების პროგრამირება: თამაშები და ანიმაცია. თამაშების პროგრამირების კურსზე სტუდენტები შექმნიან მულტიმედია პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარებაზე.
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება: სტუდენტები მიიღებენ მტკიცე გაგებას პროგრამული უზრუნველყოფის ხელით ტესტირების პრინციპებისა და ტექნიკის შესახებ. კურსი ფოკუსირებულია პრაქტიკულ სწავლაზე და რეალურ სამყაროში არსებულ სცენარებზე, რათა მოამზადოს სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის QA-ში.
გრაფიკული დიზაინი/UI/UX Design: სტუდენტები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით. გრაფიკული დიზაინის კურსის პირველი ეტაპი მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: Photoshop, Illustrator, მომდევნო ეტაპზე კი UI/UX Design-ს.
ვებ – პროგრამირება: კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწავლიან კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნას და მათ მართვას. კურსის სხვადასხვა დონეებზე, შესაძლებელი იქნება HTML, CSS, jаvascript-ის შესწავლა.
თითოეული კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, კვირაში 2 გაკვეთილი
( 4 საათი).
სწავლა მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში.
ამასთანავე, სწავლა განკუთვნილია 14-21 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ვისაც თანამედროვე პროფესიებისადმი აქვთ ინტერესი და სურთ მათი დაუფლება.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ნოემბერი, რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: