5 დეკემბერს მსოფლიოს მასშტაბით მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოგეხსენებათ მოხალისეთა საქმიანობა ხშირ შემხვევაში გადამწყვეტია, ვინაიდან ემსახურება ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას, მათ პიროვნულ ზრდასა და ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობას, ახალი უნარების ჩამოყალიბებას და ა.შ.
ჩვენც, საქართველოს კარიტასში გადავწყვიტეთ, რომ ამ დღეს ზეიმისა და ჩვენი ძვირფასი მოხალისეების საქმიანობის აღნიშნვის გარეშე არ უნდა ჩაევლო, ამიტომაც გავმართეთ ღონისძიება, რომელსაც დაესწრნენ ჩვენი საყვარელი მოხალისეები და კოორდინატორები გორიდან, ქუთაისიდან, ახალციხიდან და თბილისიდან.
ღონისძიების ფარგლებში ერთად გადავავლეთ თვალი ჩვენს 2025 წლის მიღწევებს, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს. გავმართეთ პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც რეგიონების კოორდინატორებმა განიხილეს მოხალისეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები.
ღონისძიების მიწურულს სიმბოლურად დავაჯილდოვეთ მოხალისეთა კოორდინატორები და მოხალისეთა საბჭოს წევრები. ბოლოს კი ყველა ერთად ჩავერთეთ სამაგიდო თამაშების თამაშში, ცეკვასა და სიმღერაში.