11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონათა საერთაშორიოს დღეს აღნიშნავს!
შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალმა (AHF საქართველო) საქართველოს კარიტასის ბავშვთა და ახალგაზრდულ პროგრამასთან თანამშრომლობით, გოგონათა საერთაშორისო დღის (IDGC) აღსანიშნავად, ნინძას აკადემიაში ენერგიული და შთამაგონებელი ღონისძიება გამართა. დღე მთლიანად მოზარდი გოგონების გაძლიერებას ეძღვნებოდა სახალისო ფიზიკური აქტივობების, გუნდური მუშაობისა და კეთილდღეობასა და თავდაჯერებულობაზე ფოკუსირების გზით.
სპორტული, ენერგიული ვარჯიშებიდან დაწყებული გუნდური თამაშებით დამთავრებული, გოგონებმა ყველა გამოწვევა ენთუზიაზზმითა და ხალისიანად გადალახეს. ღონისძიების მიზანი იყო ჯანსაღი და ააქტიური ცხოვრების წესის ხელშეწყობა, თავდაჯერებულობის ამაღლებისა და მხარდამჭერი გარემოს შექმნა, სადაც ყველა გოგონა თავს ძლიერად და ერთიანად გრძნობდა.
ამ დღის კიდევ უფრო დასამახსოვრებლად, თითეულმა მონაწილემ მიიღო ნინძას თემატიკის სპეციალური ჭიქა, AHF საქართველოს ბრენდირებული ჩანთა, მაისური და ბლოკნოტი, რაც გოგონებისთვის მათი ძალისა და პოტენციალის სახალისო შეხსენება იქნება.
წყარო: AHF Georgia