2025 წლის 15–17 დეკემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ექთნების უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის განვითარების საკითხების განხილვას. შეხვედრა ჩატარდა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ინიციატივითა და გერმანიის კარიტასის მხარდაჭერით.
სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობდა გერმანიიდან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, კონსულტანტი ანდრეას კრიუგერი, რომლის მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება ეფუძნება ევროპულ პრაქტიკასა და გერმანიის უწყვეტი პროფესიული განათლების მოდელებს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, საქართველოს ექთანთა ასოციაცია და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, მათ მიერ დაფუძნებული ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ჩარარჩოში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო, სამხრეთ კავკასიის სოციალური სტრუქტურის პოლიტიკის მრჩეველმა ანისი ანამ. დისკუსიის ფარგლებში განიხილებოდა ექთნების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის მოდელები, სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის მექანიზმები, კრედიტ-ქულებისა და სასწავლო საათების განსაზღვრის პრინციპები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს როგორიცაა:
- ექთნების უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის სტრუქტურა;
- სასწავლო კურსებისა და პროგრამების აკრედიტაციის მოთხოვნები;
- სერტიფიცირებისთვის საჭირო კრედიტ-ქულებისა ან სასწავლო საათების გამოყენების ალტერნატიული მიდგომები;
- ექთნების სერტიფიცირებისთვის საჭირო სასწავლო პრორამების პრიორიტეტული თემატიკა.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ექთნების უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების თანამედროვე, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი მოდელის განვითარებას.
ბატონი კრიუგერის საქართველოში ვიზიტის გდროს გაიმართა შეხვედრა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციასთან, საქართველოს ექთანთა ასოციაციათან და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან.