2023 წლის 23 თებერვალს საქართველოს კარიტასის და ვატიკანის საელჩოს ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სააქტო დარბაზში საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა.
კონცერტზე საქართველოს კარიტასის კეთილი ნების ელჩებმა, სოფიო გორდელაძემ და ნათია ბერაიამ, კოლეგებთან ერთად, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდა ბავშვების და ახალგაზრდების დაცვისა და განვითარების და ხანდაზმულების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამებს, რომლებსაც საქართველოს კარიტასი მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს.
სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს საბა შენგელიას ფოტოგამოფენა, სახელწოდებით: ,,The Faces that we Love", გაეცნენ კარიტასის ბენეფიციარების ისტორიებს, მოინახულეს XIX საუკუნის სასახლის ახლად რესტავრირებული დარბაზები, სადაც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მდებარეობს.