12 აპრილს, მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისსა და რუსთავში ეწყობა აქცია "12 აპრილის ტკბილი გზავნილი“, რომლის მიზანია მიუსაფარი ბავშების რეალური საჭიროებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და საზოგადოების ჩართვა მათი პრობლემების ადვოკატირების პროცესში. სოციალური კამპანია ორ საფეხურიანია და მოიცავს 6-12 აპრილს სოციალურ ქსელში წამოწყებულ „გამოწვევას“ და “12 აპრილს ტკბილი გზავნილი“- ს აქციას თბილისსა და რუსთავში.
მიზანი
გამოწვევაში მეტი ადამიანის ჩართვა ნიშნავს მეტი ადამიანისთვის ხმის მიწვდენას მიუსაფარი ბავშვების რეალური საჭიროებების შესახებ და მათ გაერთიანებას ბავშვების უფლებების დასაცავად.
სოციალური გამოწვევა
6-12 აპრილს მოგიწოდებთ ჩაერთოთ სოციალური ქსელის გამოწვევაში და მოამზადოთ მაფინები, რომლსაც გაალამაზებთ კამპანიის მესიჯებით.
15 აპრილს გამოვლინდება 3 საუკეთესო „ტკბილი გზავნილის“ ავტორი, რომელიც დასაჩუქრდება ბიბლუსის 30, 50 და 100 ლარიანი ვაუჩერებით.
პოსტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტი
მე მივიღე გამოწვევა. 12 აპრილი მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღეა. მე უკვე ვიცი, რომ ბავშვებს ქუჩაში ფულით ვერ დავეხმარები, რომ ფულის მიცემა დანაშაულის ტოლფასია. ბავშვებს სჭირდებათ მეგობრობა. ამიტომ ვუერთდები აქციას და ჩემი მხარდაჭერის სიმბოლოდ მოვამზადე ტკბილი გზავნილი. მაფინიც და დღევანდელი დღის შესახებ ინფორმაციაც ჩემს ოჯახის წევრებს გავუზიარე და ახლა გიზიარებთ თქვენც.
@ @ @
ვიწვევ ჩემს 3 მეგობარს შემეჯიბროს მეტი ადამიანისთვის ამბის მიტანაში და ტკბილი გზავნილის დამზადებაში. რა თქმა უნდა, სხვა მეგობრებსაც შეუძლიათ გამოწვევის მიღება.
წესები მარტივია.
- გაეცანი 12 აპრილის შესახებ ინფორმაციას და აირჩიე სლოგანი, რომლითაც მხარს დაუჭერ მიუსაფარ ბავშვებს: https://www.facebook.com/emegobre
- მოამზადე მაფინი, და გაალამაზე შერჩეული სლოგანით
- გადაიღე ვიდეო/ფოტო, პროცესის და “გასთორე”, არ დაგავიწყდეს მონიშვნა @emegobre
- ატვირთე საბოლოო შედეგი შენს გვერდზე, დააკოპირე ტექსტი და გამოიწვიე შენი 3 მეგობარი/ახლობელი.
- იყავი კრეატიული და გაერთე პროცესში. გახსოვდეს, 12 აპრილი მიუსაფარ ბავშვთა საერთაშრისო დღეა და ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ მათ ჰქონდეთ ბავშვობა, ამისთვის მათ არ უნდა მისცეთ ფული, არამედ უნდა #ემეგობროთ