19 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასისა და Apostolic Nunciature in Georgia-ს ოორგანიზებით, ვატიკანის ელჩის, მთავარეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურის გამოსამშვიდობებელი წვეულება გაიმართა.
წვეულებას, საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრმა უმასპინძლა. მასზე 150-მდე სტუმარი იყო დაპატიჟებული. მოწვეულთა შორის იყვნენ საქართველოში მოქმედი საელჩოების, სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა.
გამოსამშვიდობებელი საღამო 'საქართველოს კარიტასის' დირექტორმა, ანაჰიდ მხოიანმა გახსნა, რის შემდეგაც სიტყვა წარმოთქვეს პოლონეთის ელჩმა საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩმა, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.
წვეულების დასასრულს, სტუმრებმა მოუსმინეს სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს და ნახეს „კარიტასის“ ბენეფიციარი ბავშვების პერფორმანსი.
გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოენახულებინათ საქართველოს კარიტასის საქველმოქმედო პროექტები, კერძოდ: ბავშვთა დღის ცენტრი “მზესუმზირები”; სოციალური საწარმო; ხანდაზმულთა დღის ცენტრი “ჰარმონია”; ჰუმანიტარული სასადილო.
ცნობისთვის, მთავარეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში წმინდა საყდრის დესპანად 2018 წელს დაინიშნა. ხოლო, 2023 წლის 30 აგვისტოს, პაპმა ფრანცისკემ იგი კამერუნსა და ეკვატორულ გვინეაში წმინდა საყდრის დესპანად დანიშნა. ამის გამო, მთავარეპისკოპოსი ოქტომბრის ბოლოს საქართველოსა და სომხეთს ტოვებს.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ვატიკანის ელჩს, მონს. ჯოზე ბეტანკურს მრავალწლიანი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის!