საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასის ორგანიზებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში ჩატარდა მოხალისეების ფორმაციული შეხვედრა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ერთმანეთის გაცნობას, წარმატებული პრაქტიკების და გამოწვევების გაზიარებას, სამომავლო გეგმების შემუშავებას.
ასევე, ფორმაციული შეხვედრის ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრები საქართველოს კარიტასის ზოგადი მისიის და საქმიანობის სიღრმისეულად გასაცნობად.