2016 წლის 5 იანვარს, საქართველოს კარიტასმა ახალი წელი დაიწყო ცვლილებებით. მისი აღმატებულება არქიეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი გახდა საქართველოს კარიტასის პრეზიდენტი. მას ასევე უკავია სომხეთის კარიტასის პრეზიდენტის თანამდებობა. რაც შეეხება დირექტორის თანამდებობას, ის დაიკავა ქალბატონმა ანაჰით მხოიანმა. აქვე გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს კარიტასის ახლად დანიშნულ დირექტორთან.
ინტერვიუ მოამზადა იანა კოპრივნაკოვამ.
„კარიტასი არ არის ორგანიზაცია, იგი ცხოვრების წესია“ – ქალბატონი ანაჰით მხოიანი, საქართველოს კარიტასის ახალად დანიშნული დირექტორი.
საქველმოქმედო ფონდ, საქართველოს კარიტასს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოციალურ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. რა განსხვავებაა კარიტასის მიერ შემოთავაზებულ სერვისებსა და სხვა სოციალურ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის?
ძირითადი სხვაობა მდგომარეობს საქმისადმი მიდგომაში. კარიტასი არის კათოლუკური ეკლესიის სოციალური ინსტრუმენტი. თვითონ სიტყვა „კარიტასი“ ნიშნავს სიყვარულს. იგი მუშაობს მსოფლიო მაშტაბით და დაარსა კათოლიკურმა ეკლესიამ, რათა გამოხატოს ღვთის სიყვარული ადამიანების მიმართ. ჩვენ რეალურად წარმოვადგენთ უფლის დამხმარე საშუალებას უკუდურესად გაჭირვებული ადამიანების ხელის გასამართად. ამას ვაკეთებთ, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთა ღირსებაა. ქრისტე ყოველ ჩვენთაგანშია, როდესაც ჩვენ მივდივართ თვითოეულ ადამიანთან დასახმარებლად, ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ქრისტე მათში ცხოვრობს. ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ არა მხოლოდ ადამიანის დახმარებას, არამედ მის დახმარებას ღირსეული და კეთილშობილური გზით.
წლების წინ თქვენ თანამშრომლობდით საერთაშორისო კარითასთან. ძირითადად რა სირთულეებს წააწყდით კარიტასის ქსელში?
გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ ვუწოდებდი მათ სირთულეებს, ვფიქრობ, რომ ისინი მსოფლიოში არსებული განსხვავებებია. მე უფრო ვიტყოდი იმას თუ რა არის სპეციფიკური კარიტასის ქსელში და რა მისია აკისრია მას. რეალურად, კარიტასი ჩამოყალიბებულია კათოლიკური ეკლესიის მიერ და თითოეულ ქვეყანაში იგი წარმოადგენს ადგილობრივ ორგანიზაციას. კარიტასი თავის საქმიანობაში ყოველთვის ითვალისწინებს ადგილობრივ მოსახლეობასა და კულტურულ მახასიათებლებს. იმის მაგივრად, რომ თითოეული ორგანიზაცია იყოს შექმნილი საერთაშორისო კარიტასის ან კარიტას ევროპის მიერ, ეს ორგანიზაციები მოღვაწეობენ, როგორც სამდივნოები და აერთიანებენ მსოფლიოს ყველა კარიტასს ერთ ქსელში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმისა და სულიერების შესანარჩუნებლად. სწორედ ეს განასხვავებს კარიტასს სხვა ორგანიზაციებისაგან. ჩვენ კათოლიკური ეკლესიისგან ვღებულობთ მისიებს, დავალებებს და ვახორციელებთ მათ თითოერული ქვეყნის შესაბამისად. ხანდახან სირთულე მდგომარეობს სოციალურ პოლიტიკაში. მაგლითად, ზოგჯერ მთავრობასთან ვაწყდებით დაბრკოლებებს, რადგან ზოგიერთი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლები თვლიან, რომ ჩვენ არ უნდა ვითანამშრომლოთ სახელმწიფოსთან, არამედ მთელი ჩვენი დრო უნდა დაუთმოთ გაჭირვებულ ადამიანებს. დრო და ძალისხმევა გვიჭირდება მათ დასარწმუნებლად, რომ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა გააუმჯობესებს ორგანიზაციის მუშაობის ხარისხს. თუნდაც რესურსების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია ყოველთვის ვიზრუნოთ ერთი და იგივე გაჭირვებულ ადამიანზე, მათზე ვინც კვლავ და კვლავ აღმოჩნდება სიღარიბესა და დაჭირვებაში ომის, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა თუ სხვა მიზეზების გამო. თუ ჩვენ არ დაუთმობთ დროს სისტემისა და პოლიტიკის აღმშენებლობას, დროთა განმავლობაში გვეყოლება კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი და არ გვექნება მათი უზრუნველყოფის საშუალება. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი გამოცდილების დახმარებით, თვითოეულ ქვეყანაში ჩავდოთ ინვესტრება სწორი ინფორმაციის შექმნასა და სოცილაური დახმარების სტრუქტურაში. კარიტასმა დააგროვა ვრცელი ინფორმაცია ხალხთან ურთიერთობის შედეგად. ჩვენ ვართ თვითმმართველი ორგანიზაცია და ამიტომ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური პოლიტიკის გასატარებლად. მხოლოდ ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით, არა მხოლოდ სხვა ორგანიზაციების ან მთავრობის მხრიდან, არამედ თავად კარიტასის სტრუქტურასა და ქსელშიც.
ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც სირთულეები იბადება, იმის გამო, რომ ჩვენ ვართ რწმენაზე დაფუძნებული ორგანიზაცია და ჩვენი კრედო საფუძვლად უდევს ჩვენს ქმედებას. ზოგჯერ თვლიან, რომ ვართ კათოლიციზმის გამავრცელებლები, მაგრამ სინამდვილეში კარიტასი უზიარებს კათოლიკური ეკლესიისა და ხალხის სიყვარულს მთელს მსოფლიოს. ჩვენ ვართ ეკლესიის სოციალური ინსრუმენტი და უნდა გვახსოვდეს, რომ ვმუშაობთ არა ჩვენთვის, არამედ ადამიანებისთვის, რათა ისინი უზრუნველყოთ მათთვის საჭირო ძირითადი დახმარებით.
ხშირად სოციალურ სფეროში მუშაობა შეუმჩნეველია და არ არის საინტერესო დონორებისათვის. თქვენ რა აზრის ხართ ამის შესახებ?
პარტნიორიბის ჩამოყალიბებისას, ჩვენ ყოველთვის უნდა მივიღოთ მხედველობაში შეესაბამება თუ არა დონორის მისია და მიზნები კარიტასისას. თუ დონორის მისია ეხება მხოლოდ ვიზუალურ მხარეს უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ხირად კარიტასის საქმიანობა არ არის ხილვადი. ორგანიზაციის ხილვადობის ნაკლებობა ძირითადად გამოწვეულია აზრით, რომ მარჯვენა ხელმა არ უნდა იცოდეს თუ რას აკეთებს მარცხენა. ჩვენ ყოველთვის არ ვფიქრობთ, რომ ყველა ჩვენს სასიკეთო საქმეს გაუკეთოთ რეკლამირება. არადა სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია ვილაპარაკოთ ყოველივე იმის შესახებ რასაც ვაკეთებთ, კარიტასი არა მხოლოდ გასცემს და ეხმარება, არამედ ის აგრეთვე გულისხმობს ადაიანების განათლებასა და ინფორმირებას, რომ ამდაგვარი დახმარებების გაკეთება საჭირო და აუცილებელია. კარიტასი მსოფლიოში არსებობს, როგორც ორგანიზაცია, რადგან ადამიანები თავს არიდებენ პასუხისმებლობას, როგორც ქრისტიანები; შესაბამისად, კარიტასი არა ორგანიზაცია, არამედ უფრო მეტად ცხოვრების გზაა.
წარმოიდგინეთ თითოეულმა პიროვნებამ, რომ აიღოს პასუხისმგებლობა დანარჩენ ორ სამ ადამიანზე, გგონიათ მაშინ კარიტასის ასრებობა საჭირო იქნებოდა? კარიტასი არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები არ იღებენ პასუხისმგებლობას სხვა გაჭირვებაში მყოფ პიროვნებებზე. კარიტასი ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც შეიქმნა პასუხისმგებლობის არიდების გამო. ჩვენ არა მხოლოდ ვავსებთ ამ სიცარიელეს, არამედ ვასწავლით ადამიანებს თუ, როგორ იცხოვრონ ჭეშმარიტი ქრისტიანული გზით. როცა ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობ ერთ-ერთი მნიშვლენოვანი საკითხი არის დაეხმარო შენს გვერდით მყოფებს და იგრძნო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა მათზე, ვინც დახმარებას საჭიროებს.
კარიტასი დაფუძვნებულია კათოლიკურ ეკლესიაზე. თქვენი აზრით, ეს ფაქტი რაიმე დაბრკოლებას ხომ არ უქმნის ორგანიზაციის მუშაობას?
სამწუხაროდ ხანდახან ამ დაბრკოლებას ვაწყდებით ზოგიერთ ქვეყანაში, მაშინ როდესაც ვთხოვთ დაფინანსებას დიდ აქტორებს, როგორიც არის ევროკავშირი ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ფონდი. მათ შორის ჩნდება ეჭვი, ეხმარება თუ არა კარიტასი ყველა გაჭირვებულ ადამიანს მსოფლიოში ისე, როგორც უნდა ეხმარებოდეს სინამდვილეში: პატიოსნად, სამართლიანად და განურჩევლად რელიგიისა.
შეიძლება ამის შეცვლა?
ეს დამოკიდებულება ყოველთვის იარსებეს. საქართველოს კარიტასში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა განვითარდეს არის ხილვადობის სტრატეგია. ჩვენ უნდა გავზიაროთ ის თუ რა არის კარიტასი. ჩვენ ზუსტად გვაქვს განსაზღვრული რას ვაკეთებთ და როდესაც ჩვენი მუშაობის შესახებ ინფორმაციას ვავრცეებთ არ უნდა შეუქმნათ ხალხს არასწორი წარმოდგენა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. მცდარ წარმოდგენას მთლიანად ვერ მოვსპობთ, იგი ყოველთვის იარსებებს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს აზრი.
თქვენ 5 წელი იყავით სომხეთის კარიტასის დირექტორი. სომხეთში უფრო მეტი კათოლიკეა ვიდრე საქართველოში. ამის გამო ხომ არ გგონიათ, რომ საქართველოში მუშაობა უფრო გაგიჭირდებათ?
არამგონია, კარიტასი მთელ მსოფლიოში არსებობს და სხვადასხვა რეგიონში შესაბამის სირთულეებს აწყდება. ეს სიტუაციას არ ართულებს; ეს უბრალოდ განსხვავებული სირთულეებია. არ ვიტყოდი რომ, სომხეთში უფრო მეტი კათოლიკეა, რადგან ბევრი კათოლიკე სომეხი საქართველოშიც ცხოვრობს. ზუსტი ინფორმაცია ამ წუთისთვის არ მაქვს, ამიტომ არ შემიძლია სტატისტიკაზე საუბარი, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ ეს არის მთავარი აზრი. კათოლიკეებისთვის კარიტასი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ გამოცადონ და იცხოვრონ რწმენაში. თავად კარიტასი არ არის შექმნილი მხოლოდ კათოლიკეების დასახმარებლად. კარიტასი შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს კაცობრიობას. ჩვენ ვსაუბრობთ იესოზე, რომელიც ეხმარებოდა ხალხს, ვისაც ეს სჭირდებოდა. ის არ ეკითხებოდა მათ არც ეროვნებას და არც რელიგიურ მიმდინარეობას, ეხმარებოდა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ადამიანები. ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იყო კათოლიკე, ეს ნიშნავს მხარზე იტვირთო მთელი პასუხისმგებლობა. თუ მორწმუნეები ვართ, ეს ისე უნდა გავაკეთოდ, რომ სხვასაც მივცეთ მაგალითი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოვარჩიოთ და შევზღუდოთ იმ ადამიანების უფლებები ვისაც დახმარება ესაჭიროება, რადგან არამგონია, რომ ღმერთს ეს სურს.
როგორია თქვენი ხედვა საქართველოს კარიტასის შესახებ?
ჩემი ხედვაა მისიის შესრულება (ღიმილი). სიმანდვილეში ჯერ კიდევ ვმუშაობ ჩემს სფეროში, როგორც მენეჯერი. უპირველეს ყოვლისა სიტუაცია უნდა შევაფასო და კარგად უნდა გავეცნო ორგანიზაციას. უამრავი არაჩვეულებრივი ადამინი მუშაობს კარიტასისთვის, შეიქმნა უამრავი რამ და გაკეთდა ბევრი სიკეთე. ჩემი ხედვა ემყარება იმას თუ რისი გაკეთებაა ამ დროისათვის საჭირო; არ არის საჭირო არსებულის გადაკეთება… ველოსიპედი უკვე გამოგონებულია. ჩემი მიზანია გავეცნო იმას, რაც უკვე არსებობს, ვნახო და გავაანალიზო, თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს და ვიზრუნო ორგანიზაციის ეფექტურობის გაძლიერებაზე.
თქვენი აზრით, რომელი სფეროა საქართველოს კარიტასისთვის პრიორიტეტული?
ჩვენი პრიორიტეტი, ისევე, როგორც ყველა კარიტასის, არის სოციალური ჩართულობა და სამართლიანობა. ჩვენ სოციალური აქტორები ვართ.
რატომ არის კარიტასის მისია მნიშვნელოვანი საქართველოს საზოგადოებისთვის?
ჩვენს საქმიანობას არ გააჩნია ეროვნული განზომილება. ადამიანებს განსხვავებული მოთხოვნები გააჩნით, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საარსებოდ თანადგომა სჭირდება. სიღარიბე, ქმედუუნარობა, ახალგაზრდები, როლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ და სახალხო სტრუქტურები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს ყველგან გვხვდება. ჩემი აზრით, საქართველოსთვისაც კარიტასი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გასაჭირში მყოფ მოსახლეობისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კარიტასისთვის საკმაოდ მაღალ საფეხურზეა პარტნიორობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რაც ზოგიერთმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებმა ჯერ კიდევ უნდა განამტკიცონ. მაგალითად სომხეთში ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიუხედავად, ჯერ არ არსებობს პროგრამები სახელმწიფო დაფინანსებით. საქართველოში კი სახელმწიფო აანალიზებს, რომ საქართველოს კარიტასმა უნდა იმუშაოს და მე ამაყი ვარ, რომ სახელმწიფო ზრუნავს სოციალურ სერვისზე არა მარტო კარიტასში, არამედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. ვფიქრობ, სახელმწიფოს სიძლიერისათვის ერთ-ერეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისცეს რაც შეიძლება მეტი თავისუფლება არასამთავრობო სექტორს, რომელიც თავის მხრივ მას ეხმარება ქვეყანაში არსებული სოციალური მომსახურების განვითარებით. საერთაშორისო კარიტასის ქსელიდან, ჩვენ შემოგვაქვს ახალი მეთოდოლოგია, დამოკიდებულება, რასაც უსაბამებთ ქვეყნის რეალობასა და მოთხოვნებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის სოციალური სამსახური შედარებით ახალი მცნება იყო და მიმაჩნია, რომ კარიტასი ყველა ამ ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოში, არის იმ მთავარ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ანვითარებენ ახალ მეთოდოლოგიებს სოციალური სამსახურის სფეროში და ქმნიან ადამიანებისთვის აუცილებელ, ახალ სტრუქტურებს.
უცხოელისთვის, რომელსაც უკავია საქართველოს კარიტასის წამყვანი პოზიცია, რამდენად შესამჩნევია განსხვავება სომხურ და ქართულ საზოგადოებას შორის?
საინტერესო შეკითხვაა. რა თქმა უნდა, განსხვავებები არსებობს. კულტურა ყველგან განსხვავებულია და ეს განსხვავებები განსაკუთრებით მთიან რეგიონებში შეიმჩნევა. მე ყოველთვის ვცდილობ კონცენტრაცია გავაკეთო მსგავსებაზე. თუ ჩვენ დიდ დროს დავუთმობთ განსხავებაზე ფიქრს, შესაძლოა უფრო დავშორდეთ ერთმანეთს. მსგავსებაზე კონცენტრირება კი პირიქით გაგვაერთიანებს. ამ ქვეყნებს შორის ბევრი მსგავსებაა, რადგან ისინი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებია. საბჭოთა კავშირმა, თავის დროზე მთელ თავის ტერიტორიაზე განავითარა ერთიანი მენტალიტეტი, რაც ყოფილ წევრ ქვეყნებს აერთიანებდათ. ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მსგავსება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგა გარდამავალი პერიოდი, სადაც ინდივიდუალური მენტალიტეტი ამოქმედდა და მოვნახეთ განსხვავებული გზები ტოტალიტარული რეჯიმიდან დემოკრატიამდე. ჩვენ მივყვებით ერთი და იმავე ბილიკს ახალი სოციალური სტრუქტურის ასაშენებლად. აქ ჩვენ ძალიან ბევრი მსგავსება გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, განსხვავებებს კულტურული თვალსაზრისით, ორივე ქვეყანა დიდ პატივს სცემს საკუთარ ტრადიციებს. სომხეთსა და საქართველოს, ორივეს პატრიარქალური კულტურა გვაქვს და ეს შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ მსგავსებად. მიუხედავად განსხვავებული ენისა, მთავრი კეთილი ნებაა. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს გავუგოთ და ერთად ვიმუშაოთ უნდა გამოვყოთ დრო სწავლისა და ნდობისათვის. მე პირადად დაინტერესებული ვარ ქართული ენის შესწავლით.
თქვენ ბრძანდებით საქართველოს კარიტასის ახალი დირექტორი, რას ნიშნავს პირადად თქვენთვის ხალხის მართვა?
მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია! ვაცნობიერებ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია მსოფლიოში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არის ყველაზე რთული არსება დედამიწაზე და ამიტომაცაა მისი მართვა ერთ-ერთი რთული საქმიანობა. მე მიყვარს ხალხთან მუშაობა და არ მიყვარს უპირატესობის აღება. ყველა მენეჯერს უნდა გვესმოდეს, რომ გუნდისა და თანამშრომლების გარეშე ვერ იქნება მენეჯერი. პირველ რიგში კარგმა მენეჯერმა უნდა გაიგოს ვისთან ერთად უწევს მუშაობა, გაანალიზოს მათი ცოდნა და შესაძლებლობები. მან ასევე უნდა შეაგროვოს ხალხი გუნისთვის, გაანაწილოს როლი და პასუხისმგებლობა და დააყენოს ისინი იმ პოზიციაზე სადაც ისინი ერთად, ძალიან კარგად იმუშავებენ. წარმატებული მენეჯერი ყოველთვის ითვალისწინებს თავისი გუნდის აზრს, აანალიზებს და ირჩევს საოუკეთესო ვარიანტს, რადგან დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს არის პროდუქტიული. ეს ისე არ უნდა გაიგოთ, თითქოს ასეთი გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს სწორი, პირიქით შესაძლოა საკმაოდ ზუსტი იყოს, მაგრამ თუ არ გაიზიარე სხვისი აზრი, მაშინ პასუხისმგებლობის აღებაც მარტო მოგიწევს, ანუ მართვა არ ნიშნავს მხოლოდ უხელმძღვანელო ხალხს, არამედ იმუშაო მათთან ერთად სასურველი შედეგების მისაღწევად. შედეგის, რომელიც არის ჩვენს ხელში, მისიაში, მიზნებსა და პროექტებში.
პროფესუილი თვალსაზრისით, ამჟამად რა წარმოადგენს თქვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევას საქართველოს კარიტასის დირექტორის თანამდებობზე?
ის, რომ არა ვარ ქართველი და არ ვსაუბრობ ქართულ ენაზე. მე ვიცი ჩემი საქმე, ეს ჩემი პროფესიაა და ადრეც მიმუშავია ამ პროფილით. მე უნდა გავაღრმავო ჩემი ცოდნა, რადგან ორგანიზაციის მუშაობის კონტექსტი და კულტურა განსხვავებულია. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. ვიცი როგორ ფუნქციონირებს ესა თუ ის საკითხი ჩემს ქვეყანაში, რადგან ვარ მისი საზოგადოების ნაწილი და გამაჩნია სხვადასხვა საკითხების ინსტინქტური ცოდნა. ეს, რა თქმა უნდა, მეხმარება განსაწყვეტილებების მიღებაში. საქართველოს კარიტასში ხშირად გადაწყვეტილების მიღებამდე ვჩერდები, ვსვავ კითხვებს და ვცდილობ კარგად ჩავუღრმავდე ადამიანების განწყობას, მათ კულტურულ და ისტორიულ წარსულს.
რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ახალ ამპლუაში?
ჩემი პირველი ნაბიჯი იყო და არის არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება. მოვიარე სხვადასვა რეგიონები და დავათვალიერე ჩვენი პროექტები. თუმცა აღსანიშნავია, რომ სტუმრობა არ ნიშნავს ორგანიზაციის სტრუქტურის შეცნობას, ეს ნიშნავს ხალხთან (ბენეფიციარებთა, მომსახურე პერსონალთან, მოხალისეებთან) დროის გატარებას, მათთან საუბარს და ნდობის გაღრმავებას, რათა მომავალში ერთად მუშაობა შევძლოთ.
რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ადამიანი, რომელიც კარიტასში მუშაობს?
შეუძლებელია განისაზღვროს კარიტასში მომუშავე ადამიანის თვისებები. მაგრამ ერთი რამ ნათელია – სიკეთის კეთების სურვილი უნდა იდგეს მისი ქმედებების უკან. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ორგანიზაციული ღირებულებები, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, ჩვენი ორგანიზაცია ქრისტიანულია და თუ პიროვნება, რომელიც მუშაობს ჩვენან, არ არის ქრისტიანი, მან უნდა შეეძლოს ფუნდამენტურ ღირებულებების პატივისცემა, რომელიც თავის მხრივ ძალიან ჰგავს ქრისტიანულ ღირებულებებს. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ და გვქონდეს კეთილი ნება ჩვენს გულებში. ხანდახან ადამიანები ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ საქციელებს. ჩვენ ადამიანები ვართ და შევიქმენით უფრო ემოციებით ვიდრე შეგნებულობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ ხანდახან ემოციებს არასწორი მიმართულებით მივყავართ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველაფერი ვაკეთოთ კარგი განზრახვით, ეს ნამდვილად მიტევებადია.
როგორც უკვე აღნიშნეთ, კარიტასი სიყვარულს ნიშნავს. რა სახის სიყვარულს გულისხმობთ?
სიყვარულს ღმერთის მიმართ! ეს ყველაზე უფრო წმინდა სიყვარულია, რომელიც აღწერილია კორინთელთა პირველ წერილში, თავი 13. კარიტასი მთლიანად ეფუძნება ამ მცნებას და გამოხატავს თუ რაოდენ ფაქიზია ღმერთის მიმართ სიყვარული. ეპისტოლე შემდეგი სიტყვებით მთავრდება -„ახლა ჯერჯერობით ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია“. ზოგ თარგმანში სიყვარულის ნაცვლად ტერმინი carità გვხვდება, რამეთუ აზრი ერთია. ჭეშმარიტად, როცა ღმერთის სახელს ვახსენებთ სიყვარულს ვგულისხმობთ, ეს ერთი მცნებაა და მათი დაშორება შეუძლებელია. ეს სიყვარული შეიძლება შევადაროთ დედის სიყვარულს პატარა ჩვილის მიმართ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი გრძნობაა, რადგან დედა ადამიანია და იდეალური ვერ იქნება, ღმრთის მიმართ სიყვარული კი მარადიული ჭეშმარიტებაა. სწორედ ეს სიყვარული უნდა ვატარაოთ და გამოვხატოთ ადამიანთა მიმართ.