საქართველოს კარიტასმა 30 წლის იუბილე განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნა, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს დაუცველი მოსახლეობისათვის გაწეულ დაუღალავ მსახურებას მიეძღვნა. ღონისძიებას დაესწრნენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და კარიტასის პარტნიორები, მათ შორის კარიტას ინტერნაციონალის-ის გენერალური მდივანი ალისტერ დატონი და კარიტას ევროპის პრეზიდენტი მაიკლ ლანდაუ.
ღონისძიებას, ასევე, დაესწრნენ გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ლატვიის, სომხეთის და წმინდა საყდრის ელჩები / საელჩოების წარმომადგენლები საქართველოში და განიხილეს მათ მიერ ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის გაწეული მხარდაჭერა.
ღონისძიებამ მოიცვა სამნაწილიანი პროგრამა, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს კარიტასის მისიას მომსახურების, თანაგრძნობისა და თემის გაძლიერების კუთხით:
მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე "დადებითი გავლენის გაზრდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით". დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კარიტასის საერთაშორისო პარტნიორებმა, დონორებმა, ელჩებმა და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
Caritas Talks, ინოვაციური ფორმატი, სადაც საქართველოს კარიტასის საქველმოქმედო პროექტების ბენეფიციარებმა და მოხალისეებმა გაგვიზიარეს პირადი ისტორიები, გამოცდილებები და შეხედულებები თემაზე: „კარიტასი სიყვარულია, სიყვარული მარადიულია.“
საზეიმო შეკრება და დასკვნითი გამოსვლები - სესია მიეძღვნა ფასდაუდებელ წვლილს, ვინც ჩართული იყო საქართველოს კარიტასის 30 წლიან მოგზაურობაში.