საქართველოს კარიტასმა 2018 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე არსებულ გამოწვევებზე დაიწყო მუშაობა და სოციალური კაფეს დაარსება გადაწყვიტა. გერმანიის კარიტასის და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, სოციალური კაფეს სივრცეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სათანადოდ აღიჭურვა ყველა საჭირო დანადგარითა და ავეჯით. საქართველოს კარიტასის სოციალურ კაფეს მიზანია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის გუნდმა დაასრულა კაფეს რემონტი, შეიმუშავა და განახორციელა ტრენინგი სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. მათ ორგანიზება გაუკეთეს ოთხ ღონისძიებას და ვატიკანის საელჩოს კვების მომსახურება გაუწიეს.
ასევე, შემუშავდა ტრენინგის მოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და კაფეს სხვა პერსონალისთვის. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სამუშაო ტრენინგი შშმ პირებისთვის. ტრენინგი სულ 32-მა შშმ-მა გაიარა. საქართველოს კარიტასის მოხალისეების მხარდაჭერით, სოციალური კაფემ ორგანიზება გაუკეთა ოთხ საზოგადოებრივ ღონისძიებას. დაიგეგმა და განხორციელდა ერთი სათემო კვლევა.