2016 წელის 12 თებერვალს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამამ უმასპინძლა გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას პროფესიული განათლების საკითხებზე.
შეხვედრას უძღვებოდა ქ-ნი კატარინა დერკორნი, გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამამ წარუდგინა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის “შინმოვლის განვითარება საქართველოში“ მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საექთნო განათლების განვითარებას, საკანონმდებლო ბაზის შექმნას და შინმოვლის სერვისების განხორციელებას მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელსაყრელ პირობებს ქმნის შინმოვლის ინტეგრაციისათვის ჯანსისტემაში საქართველოში. შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია დიდი ინტერესით მოისმინეს და გაცვალეს მოსაზრებები პროექტის განვითარების სამომავლო შესაძლებლების შესახებ.