2016 წლის 5 იანვარს საქართველოს კარიტასმა დაიწყო ახალი წელი ცვლილებებით. მისი აღმატებულება არკიეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი გახდა „საქართველოს კარიტასის“ პრეზიდენტი. მას ასვე უკავია „სომხეთის კარიტასის“ პრეზიდენტის თანამდებობა. მისი პრეზ იდენტობის პერიოდი გასტანს 2 წელიწადს. რაც შეეხება დირექტორის თანამდებობას ის დაიკავა ქალბატონმა ანაჰით მხოიანიმა. აქვე გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას „საქართველოს კარიტასის“ ახალი წარმომადგენლების შესახებ. არქიეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი არის სომეხ კათო ლიკეთა ორდინარული ეპისკოპოსი, სომხეთში, საქართველოში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. იგი დაიბადა 1946 წლის 24 ოქტომბერს ლიბანში. 1958 წელს წავიდა ლიბანის ბზომარის კათოლიკურ მონსატერში ხოლო 1966 ესწრებოდა ლიბიის სემინარიას რომში. 1973 წელს იგი შეუერთდა ბეირუთის ორდენს. 1984 წელს, არქიეპისკოპოსი რფაელ მინასიანმა დააარსა “sacred cross” ჯგუფი რომელმაც შემდეგ გახსნა ეკლესია ლიბანში, ქალაქ ზალკაში. 1996 – 2006 წლებში ის იყო სომეხ კათოლიკეთა მეუფე კალიფორნიაში. ასევე იგი არის ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სომხური ალიანისსის“ დამფუძნებელი, რომელიც მხარს უჭერს ბევრ საქველმოქმედო პროექტს სომხეთში. 2011 წლის 24 ივნისს არქიეპისკოპოსი მინასიანი ხელდასმულ იქნა ტიტულარულ ეპოსკოპოსად, როგორც სომეხ კათოლიკეთა კაბადოკიის კესარიის და ამავდროულად სომეხ კათოლიკეთა ორდინალურ ეპისკოპოსად სომხეთში, საქართველოში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. 2011 წლიდან არქიეპისკოპოსი მინასიანი არის აგრეთვე სომხეთის კარიტასის პრეზიდენტი. ქალბატონი ანაჰით მხოიანი დაიბადა 1975 წლის 13 მაისს. მან დაამთავრა გიუმრის პედაგოგიურ ინსტიტუტი (1992-1997) უცხოენების ფაკულტეტი, ამის შემდეგ (2012-2014 წლებში) მან აიღო ვალდენის უმნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი საერთაშორისო არასამთავრობო მენეჯმენტში. ქალბატონ ანაჰით მხოიანს აქვს 13 წელიწადზე მეტი მუშაობის გამოცდილება არასამთავრობო სექტორში. 1994 – 2002 წლებში იგი მუშაობდა პროეტებისა და ადმინისტრაციული საქმიანობის ასისტენტად გიუმრის კათოლიკური ეკლესიის ორდინარიატში. ხოლო 1999 წელს თარჯიმნად მუშაობდა ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ სევანი, სომხეთი რის შემდეგაც 2001 წელს მუშაობდა გიუმრიში კულტურათაშორის კურატორის თანამდებობაზე ორგანიზაცია „მშვიდობის კორპუსში“. 2002 წლიდან მუშაობს „სომხეთის კარიტასში“, როგორც პროექტის მენეჯერი. 2004 წლამდე სათავეში ედგა ოჯახური ძალადონის წინააღმდეგ პროექტის განხორციელებას. 2005 – 2009 წლებში მუშაობდა პროგრამის მენეჯერად და 2009 – 2014 წლამდე იგი იკავებდა აღამასრულებელი დირექტორის თანამდებობას „სომხეთის კარიტასში“. 2014 წელს იგი გახდა ფონდი სამშობლოს განვითარების ინიციატივის აღმასრულებელი დირექტორი სომხეთში ქ. ერევანში. ამავდროულად კულტურათაშორის კონსულტაციას უწევდა მშვიდობის კორპუსს სომხეთში. 2006 წლიდან იგი არის ორგანიზაციის „Worm Heart“ ადმინისტრაციული სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2012 წლიდან (ASPA) ადმინისტრაციული სამეთვალღურეო საბჭოს წევრი da 2014 წლიდან სომხეთის რეგიონალური განვითარების ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2016 წელს ქალბატონი ანაჰით მხოიანი გახდა „საქართველოს კარიტასის“ დირექტორი. ქალბატონი ანაჰით მხოიანი დაუჯახებულია და მას ჰყავს სამი შვილი.