„საქართველოს კარიტასი“ მადლიერებას გამოხატავს მისი წინამორებედი პრეზიდენტის მონს. ჯუზეპე პაზოტოს და დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ბ-ნი ვილჰელმუს პილსს, გაწეული საქმიანობისათვის. ჩვენ მივესალმებით ახალ პრეზიდენტს მონს. რაფაელ მინასიანს და ახალ დირექტორს ქ-ნ ანაჰით მხოიანს. „ცვლილებები კარგია, თუ ვიცით საით მივდივართ“ თქვა ანაჰით მხოიანმა. „საქართველოს კარიტასი“ უსურვებს ახალ წარმომადგენლებს, ღმერთის წყალობას და ულევ ენერგიას მათზე დაკისრებული მისიის შესასრულებლად.