19 მარტს, გაეროში გაიმართა შეხვედრა, რომლის თემაც იყო რწმენაზე დაფუძნებული ორგანიზაციების როლი ქალთა ლიდერობის გაძლიერებაში. Anahit Mkhoyan, საქართველოს კარიტასის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ რწმენაზე დაფუძნებულმა ორგანიზაციებმა, შინაგანად უნდა შექმნან კანონებისა და რეალობის პროტოტიპები, რომლებიც გვინდა ვიხილოთ გარე სამყაროში. ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, სადაც თანაბრად ჩავდებთ ინვესტიციას ქალებსა და მამაკაცებში. Caritas Internationalis-ის მჭიდრო კავშირები ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე, ადგილობრივ ეკლესიებთან და რელიგიურ ლიდერებთან ერთად, საშუალებას აძლევს მას ეფექტურად გადაჭრას სიღარიბის ფემინიზაცია პროექტებისა და პროგრამების მეშვეობით, რომლებიც აკმაყოფილებენ ქალების, გოგონების და თემების საჭიროებებს. დღეს მსოფლიოში ათობით მიმდინარე კონფლიქტი და საგანგებო სიტუაციაა. ამ კონტექსტში კი ქალები და გოგონები არიან განსაკუთრებით მოწყვლადები, განიცდიან ცალსახა ზემოქმედებას და დგანან განსაკუთრებული რისკებისა და გამოწვევების წინაშე, მათ შორის ტრეფიკინგისა და ძალადობის. ქალთა უნარები და შესაძლებლობები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა ძალიან ხშირად მათ არ აქვთ საშუალება, რომ იყვნენ ჩართულნი ლიდერობასა და გადაწყვეტილების მიღებაში.