12 აპრილს, საქართველოს კარიტასის სოციალურმა კაფემ (Sweet Heart • სვით ჰართი) IWA Georgia - International Women's Association-ს უმასპინძლა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ აღნიშნული პროექტის დეტალებს და დაეგემოვნებინათ ჩვენი კონდიტერების მიერ მომზადებული დესერტები. შეხვედრაზე საქართველოს კარიტასის აღმასრულებელმა დირექტორმა Anahit Mkhoyan და განათლების გაძლიერების პროგრამის მენეჯერმა Giorgi Demetrashvili სოციალური კაფის პროექტზე ისაუბრეს. საქართველოს კარიტასმა 2018 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინაშე არსებულ გამოწვევებზე დაიწყო მუშაობა და სოციალური კაფეს დაარსება გადაწყვიტა. გერმანიის კარიტასის (Caritas Deutschland) და პოლონეთის საელჩოს (Polish Embassy Tbilisi) მხარდაჭერით სოციალური კაფეს სივრცეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სათანადოდ აღიჭურვა ყველა საჭირო დანადგარითა და ავეჯით. საქართველოს კარიტასის სოციალურ კაფეს მიზანია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.