ზამთრის პერიოდი არის ძალიან რთული უსახლკარო ადამიანებისთვის. ცივი ამინდის და ცხელი საკვების ნაკლებობა ხშირად ბევრი დაავადების და ზოგჯერ სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს. „საქართველოს კარიტასის“ სოციო-პასტორალური პროგრამა უკვე მეხუთე წელიწადია ახორცილებს აქციას “წვნიანი უსახლკაროთათვის”. ქ. თბილისში, ზამთრის პერიოდში კვირის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 3:30 საათზე, ჩვენვუმასპინძლდებით ცხელი კერძით უსახლკარო ადამიანებს სადგურის მოედნის ტერიოტორიაზე. აქცია დაიწყო 7 დეკემბერს და გასტანს 2016 წლის გაზაფხულის შუა პერიოდამდე, აქცია ხორციელდება ძირითადად მოხალისეების მეშვეობით, რომელსაც წარმოადგენენ ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები და თბილისის კათოლიკური ეკლესიების მრევლი, ასევე დახმარებას გვიწევენ უცხოელი მოხალისეებიც, რომლებსაც სურთ სასარგებლო საქმისგაკეთება გაჭირვებული ადამიანებისთვის. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი მოხალისეების და მათ მიერ შესრულებული კეთილი საქმის მიმართ.
გარდა ამისა „საქართველოს კარიტასის“ სოციო-პასტორალური პროგრამა აწარმოებს მეორადი ტანსაცმლისდარიგებას გაჭირვებულთათვის ქ. თბილისში, „კარიტასის სახლის“ ტერიტორიაზე (დიდუბე), ყოველ სამშაბათს დახუთშაბათს 2 – დან 4 საათამდე.