საქართველოს კარიტასი
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის სპეციალისტი
პროგრამა/პროექტი: კომუნიკაციებისა და ფონდების მოძიების დეპარტამენტი
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინეტრესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: სამთვიანი გამოსაცდელი ვადით;
ადგილმდებარეობა: თბილისი,
სამუშაო მიზანი:
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სპეციალისტი პასუხისმგებელია განახორციელოს პროექტებით გათვალისწინებული საქმიანობის დროული და ეფექტური გაშუქება;
სამუშაო ვალდებულებები:
- მონაწილეობა მიიღოს კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში;
- მონაწილეობა მიიღოს სოციალური მედიის სამოქმედო გეგმის შექმნასა და განხორციელებაში;
- ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას;
- შეიმუშაოს ვიზუალური მასალა წლიური გეგმის მიხედვით;
- მენეჯერს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
- მონაწილეობა მიიღოს ახალი ინიციატივებისა და აქტივობების დაგეგმვა/შემუშავებაში;
- მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
- მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დოკუმენტის შექმნაში;
- მონაწილეობა მიიღოს ვებ-გვერდის მართვაში;
- მონაწილეობა მიიღოს ტრადიციულ მედიასთან ურთიერთობაში;
- სხვადასხვა კამპანიებში და ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა;
- მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
- მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის ხილვადობის გაზრდასა და ვიზუალური მხარის განვითარებაზე;
- მოვალეა იყოს დეპარტამენტის გუნდის აქტიური წევრი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
აუცილებელია:
- უმაღლესი განათლება,
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
- მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
საჭირო უნარები:
- ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი
- დროის მართვის/ საკუთარი განრიგის ორგანიზების უნარი
- როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად მუშაობის უნარი
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
- მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი და მზადყოფნა სწავლისადმი
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
- როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულების უნარი
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
- მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: info@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 16.02.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;