
საქართველოს კარიტასი
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის და ფონდების
მოძიების სპეციალისტი
პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვის პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 20 საათი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: უვადო, სამთვიანი გამოსაცდელი ვადით;
ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული: ონლაინ / თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის #23
ანაზღაურება: 700-800 ლარი (ხელზე ასაღები)
პროგრამის შინაარსი:
პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური დახმარება და საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ღირსების დაცვა.
სამუშაო მიზანი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის და ფონდების მოძიების სპეციალისტი პასუხისმგებელია განახორციელოს ზოგადად სოციალური დაცვის პროგრამით და მასში არსებული პროექტებით გათვალისწინებული საქმიანობის დროული, ეფექტური გაშუქება და მხარდაჭერა.
სამუშაო ვალდებულებები:
საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR):
ცნობადობა:
- PR სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება სოციალური დაცვის პროგრამის ცნობადობის ამაღლებისთვის.
- საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებების, პრესკონფერენციებისა და მედიასთან შეხვედრების ორგანიზება პროგრამის აქტივობების გასაზიარებლად.
- პროგრამის სოციალური ქსელების/ვებ-გვერდის მართვა.
მედიასთან ურთიერთობა:
- ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და მედია საშუალებებთან ძლიერი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება.
- საჭიროების შემთხვევაში პრესრელიზების, სტატიებისა და მედიისთვის შეთავაზებების მომზადება პროგრამის წარმატების ისტორიებისა და ძირითადი ინიციატივების შესახებ.
რეპუტაციის მართვა:
- სოციალური დაცვის პროგრამის საზოგადოებრივი აღქმის მონიტორინგი და მართვა.
- ნებისმიერი ნეგატიური გამოხმაურების ან კრიზისის მართვა ეფექტური და მკაფიო კომუნიკაციით.
კომუნიკაცია:
კონტენტის შექმნა:
- სხვადასხვა პლატფორმისთვის, მათ შორის საინფორმაციო ბიულეტენებისთვის, ბლოგებისთვის, სოციალური მედიისთვის და ანგარიშებისთვის მასალების შექმნა.
- პროგრამის ბენეფიციარების ისტორიების, მიღწევებისა და შემოწირულობების მნიშვნელობის გაშუქება.
ბრენდინგი:
- ყველა საკომუნიკაციო მასალის შეთანხმება საქართველოს კარიტასის მისიის, ხედვისა და ბრენდის პრინციპებთან.
- ყველა პლატფორმაზე შეტყობინებების თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა.
შიდა კომუნიკაცია:
- თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად.
- პროგრამის განახლებებისა და ძირითადი ინფორმაციის გაზიარება შიდა დაინტერესებულ მხარეებთან.
- კარიტასის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დეპარტამენტის მენეჯერთან კომუნიკაციის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში აქტივობების შეთანხმება.
- კარიტასის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ პროგრამების PR სპეციალისტებისთვის ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
ფონდების მოძიება:
დონორებთან ურთიერთობა:
- მენეჯერის დახმარება ამჟამინდელ და პოტენციურ დონორებთან, სპონსორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარებაში და გაღრმავებაში
- მენეჯერი დახმარება გრანტების მიღებისათვის განაცხადებისა და შეთავაზებების მომზადებაში
კამპანიების განვითარება:
- ფანდრაიზინგ კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ონლაინ ინიციატივები, ღონისძიებები და კორპორატიული სპონსორობა.
- მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენება კონკრეტული დონორთა სეგმენტების მიზანში მისაღებად და დასაინტერესებლად.
ანგარიშგება და მადლიერება:
- მენეჯერის დახმარება დონორებისთვის პროექტების შედეგებისა და ეფექტიანობის შესახებ ანგარიშების და განახლებების მომზადებაში
- მენეჯერის დახმარება დონორებისთვის მადლიერების გამოხატვაში
ზოგადი:
- მონაწილეობა მიიღოს სოციალური დაცვის პროგრამის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში;
- ორგანიზება გაუწიოს პროგრამის/პროექტების ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას;
- მენეჯერს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
- მონაწილეობა მიიღოს ახალი ინიციატივებისა და აქტივობების დაგეგმვა/შემუშავებაში;
- ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა;
- მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
- მოვალეა იყოს პროგრამის გუნდის აქტიური წევრი.
- საჭიროების შემთხვევაში სურათების, გრაფიკული ნახატების, მედია კონტენტის შექმნა/რედაქტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
აუცილებელია:
- უმაღლესი განათლება,
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
- მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სასურველია:
- რუსული ენის ცოდნა
- გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა (Photoshop, Corel Draw, Illustraitor, ა.შ.)
- ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი
- დროის მართვის/ საკუთარი განრიგის ორგანიზების უნარი
- როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
- მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი და მზადყოფნა სწავლისადმი
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
- როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად სამუშაოს შესრულების უნარი
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
- მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: ani.ergemlidze@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: „PR სპეციალისტის ვაკანსია“
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 06.06.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 11.06.2025
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 11.06.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25.06.2025
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;