საქართველოს კარიტასი
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: კოორდინატორი
მომსახურება/პროექტი: მცირე საოჯახო ტიპის სახლები (2 მსტ სახლი) და ახალგაზრდული სახლი
დასაქმების ტიპი: 100 % დატვირთვა. სტანდარტული სამუშაო გრაფიკი;
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინეტრესებული პირისთვის.
ხანგრძლივობა: გრძელევადიანი, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. N23
სამუშაო მიზანი:
პროექტის მართვა და აქტივობების კოორდინაცია.
პროექტის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების და ახალგაზრდების ოჯახთან მიახლოებული გარემოთი უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.
ძირითადი მოვალეობები:
− მონაწილეობა მიიღოს პროგრამის სტრატეგიულ დაგეგმვაში;
− მონაწილეობა მიიღოს პროექტის ახალი ციკლის დაგეგმვაში, არსებული პროექტის დახვეწა/გაუმჯობესებაში;
− უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების, პროექტის გეგმისა და ფინანსური ბიუჯეტის მიხედვით;
− პროგრამის მენეჯერს სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას; გადის კონსულტაციას შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
− უზრუნველყოფს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებით და სახელმწიფოში არსებული შესაბამისი რეგულაციებით მოთხოვნილ და პროექტით გათვალისწინებულ დოკუმენტაცის არსებობას, წარმოებას და კონტროლს;
− თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს ბენეფიციარის ძალადობის შემთხვევას და ინფორმაციას დაუყონებლივ გადასცემს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილ სოციალურ მუშაკს და პროგრამის მენეჯერს;
− მომსახურების მულტიდისციპლინარული გუნდთან ერთად ადგილზე აფასებს ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტს და მოკვლეული გარემოებების შესაბამისად ინფორმაციას აწვდის პროგრამის მენეჯერს, რომელიც თავის მხრივ ძალადობის ფაქტის ან საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ახდენს სზ სააგენტოს დაუყონებლივ ინფორმირებას ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათის ან/და სამინისტროს „ცხელი ხაზის“ მეშვეობით; გადაუდებელ შემთხვევაში ახდენს პოლიციის ინფორმირებას. მოძალადის მიერ ბავშვთან კონტაქტის მცდელობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააგენტოს უფორს სოციალურ მუშაკის და პროგრამის მენეჯერის (საჭიროების შემთხვევაში პოლიციის) დაუყონებლივ ინფორმირებას; იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ძალადობის ფაქტი, მომსახურების მულტიდისციპლინარულ გუნდთან და პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს აღსაზრდელს ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარებით; პასუხისმგებელია მომსახურებაში ძალადობის (მათ შორის საფუძვლიანი ეჭვის) ყველა ფაქტის და საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების სათანადოდ აღირიცხვაზე მომსახურებაში არსებულ შესაბამის ჟურნალში.
− შეიმუშავებს აქტივობების ასახვის ფორმებს და პასუხისმგებელია აღნიშნული ფორმით ჩანაწერების განხორციელებასა და კონტროლზე.
− მოვალეა აკონტროლოს პროექტის ბენეფიციარების სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და მართვა ორგანიზაციის და ქვეყნის კონფიდენციალურობის/პირადი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად;
− რეგულარულად აწარმოოს პროექტის აქტივობების მონიტორინგი და მენეჯერთან შეთანხმებული პერიოდულობითა და ფორმით წარადგინოს ანგარიში;
− მენეჯერთან შეთანხმებით მონაწილეობას იღებს ადვოკატირების პროცესში;
− ხელმძღვანელობს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით; მისდევს ორგანიზაციის ყველა პილიტიკის დოკუმენტს;
− მოვალეა უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასათან და ორგანიზაციაში დამტკიცებულ ფინანსურ პროცედურებთან;
− პროექტის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ყოველთვიური ფინანსური ანგარიში ჩააბაროს მენეჯერს არა უგვიანეს მომდევნო თვის 4 რიცხვისა;
− პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე;
− მონაწილეობა მიიღოს პროგრამის მმართველი ჯგუფის საკოორდინაციო შეხვედრებში;
− მენეჯერთან შეთანხმებით იზრუნოს პროექტის სათანადო ცნობადობაზე.
− მენეჯერთან შეთანხმებით წარმოადგინოს პროექტი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე;
− კოორდინირება გაუწიოს თანამშრომლებს მიმართულების მიცემით, ახსნა-განმარტებისა და უკუკავშირის მიცემით;
− მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლების შერჩევის პროცესში;
− მონაწილობა მიიღოს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესში
− გამოავილინოს თანამშრომელთა საჭიროებები და მენეჯერთან შეთანხმებით იზრუნოს მათ პროფესიულ ზრდაზე;
− კოორდინირებას უწევს მოხალისეების და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების მუშაობას;
− საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
− უმაღლესი განათლება (სასურველია: უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიურ, პედაგოგიურ ან სოციალურ მეცნიერებებში);
− მცირე ზომის პროექტის/მომსახურების ან ორგანიზაციის მართვის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება (სასურველია: ბავშვზე/ახალგაზრდებზე ზრუნვის სფეროში განხორციელებული პროექტის მართვის გამოცდილება);
− ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
− ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; (სასურველია მოწყვლადი და რთული ქცევის ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება);
− სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
− საოფისე პროგრამების სრულყოფი ცოდნა
− კომუნიკაციის კარგი უნარები
− ორგანიზების, დაგეგმვის და ადმინისტრირების უნარ-ჩვევები
− წერითი და ანალიტიკური უნარები
პიროვნული მახასიათებლები:
− პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
− თვით-მოტივირებული, პუნქტუალური და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
− ურთიერთობის უნარჩვევების მაღალი დონე
− დამოუკიდებლად და თანამშორმლობით მუშაობის უნარი
− მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
− წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
− როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
− ემპათიური
− გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები
სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედეულების მიმართ პატივისცემა
ჰონორარი/ ხელფასი:
ხელზე ასაღები ხელფასი 1313 ლარიდან - 1520 ლარამდე, კანდიდატის განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე
განსაკუთრებული პირობები:
შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის „თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს“, შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: „ქცევისა და ეთიკის კოდექსი“, „ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა“ და სხვ.(პოლიტიკის დოკუმენტები იხ ვებ გვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრულ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე : vacancy@caritas.ge;
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ სასურველი პოზიცია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 06.02.24
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;