საქართველოს კარიტასის კრეატიული ინდუსტრიის პროფესიული განათლების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე
პოზიციის სახელი: IT სპეციალისტი
ანგარიშვალდებულია: პროექტის კოორდინატორისა და პროგრამის მენეჯერის მიმართ
მასთან დაკავშირებულია: პროექტის თანამშრომლები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 სთ
სამუშაო მიზანი: კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის ტექნიკურ-მატერიალური ბაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
სამსახურეობრივი მოვალეობები
ძირითადი:
- ცენტრის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (აწყობა, დიაგნოსტირება, გამართვა, შეკეთება);
- კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა და გამართვა, სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია, შიდა ქსელის გამართვა, პრობლემების მოგვარება,
- პერიფერიული მოწყობილობების მიერთება და კონფიგურაცია (მათ შორის ქსელური);
- სამუშაო ადგილების საჭირო კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა (დადგმა, შეერთება, შეცვლა);
- სამუშაო დოკუმენტაცია და ანგარიშგება (სამუშაო დოკუმენტაციის შექმნა საჭიროებისამებრ).
სხვა: საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელების სხვა დავალებებს.
პიროვნული მახასიათებლები
განათლება და გამოცდილება:
აუცილებელი
- უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა;
- კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა – აწყობა, შეკეთება, მომსახურეობა;
- ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პირადი დისციპლინა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის კულტურა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@caritas.ge სათაურის ველში თანამდებობის „IT სპეციალისტი“ მითითებით.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: ა/წ 4 თებერვალი.