საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას მუსიკის მასწავლებლის თანამდებობაზე
თანამდებობა: ქ. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის მუსიკის მასწავლებელი
პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულების საფუძველზე
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (კვირაში 8 საათი)
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის ქ.#33
ახალგაზრდული დღის ცენტრის მუსიკის მასწავლებელი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე. იგი უზრუნველყოფს მუსიკის გაკვეთილების ჩატარებას დღის ცენტრის მოსწავლეებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში.
- მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
- მოვალეა დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
- ვალდებულია დროულად დაგეგმოს ბენეფიციარის მომსახურების ინდივიდუალური გეგმა და იზრუნოს მის განხორციელებაზე.
- იზრუნოს ბენეფიციარის ჩართულობაზე მუსიკალურ აქტივობებში მისი შესაძლებლობის შესაბამისად.
- იქონიოს ინფორმაცია ბენეფიციარზე, რომელსაც თვის მანძილზე დაუგროვდა სამზე მეტი გაცდენა.
- პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს (ექსკურსია, კინო/თეატრი).
- ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ.
- მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში.
- უზრუნველყოს მის მიერ შერჩეული ღონისძიების ორგანიზება წელიწადში ორჯერ.
- პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება.
- პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე.
- მოვალეა სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
- პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით.
- მოვალეა იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი.
- ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ.
- საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება
აუცილებელია:
- მუსიკალური განათლება
- ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
- სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
ცოდნა და უნარები
აუცილებელია:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
- კომუნიკაციის კარგი უნარები
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
- ემპათიური
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
- მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
- როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
სასურველია:
- ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
- იუმორის გრძნობა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: loredana.monetti@caritas.ge; tamar.atskvereli@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 29.01.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgia;