საქართველოს კარიტასი
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: ბარისტა
პროგრამა/პროექტი: ინკლუზიური სოციალური კაფე სვით ჰართ
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ხანგრძლივობა: გრძელევადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო მიზანი:
ინკლუზიურ კაფეში ყავის და ჩაის მომზადება- გაყიდვა.
სამუშაო ვალდებულებები:
მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
**
მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
აუცილებელია:
სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სასურველია:
- მინიმალური ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
- კეთილსინდისიერი და ლოიალური
- მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: davit.rjoiani@caritas.ge, გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 29.02.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;