საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას მანიკურის შემსწავლელი კურსის პედაგოგის თანამდებობაზე
თანამდებობა: მშობელთა მხარდაჭერის პროექტის მანიკურის შემსწავლელი კურსის პედაგოგი
პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 12 საათი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: ერთი წელი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის #33
სამუშაო მიზანი:
ბავშვთა დღის ცენტრის ფარგლებში არსებული მშობელთა მხარდაჭერის პროექტის მანიკურის შემსწავლელი კურსის პედაგოგი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე. პროგრამაში ჩართულ მშობლებს ასწავლის მანიკურის სპეციალობას
ძირითადი მოვალეობები:
- დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში.
- მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
- მოვალეა დღის ცენტრის მომსახურების კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით
- მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში
- პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
- პასუხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე
- მოვალეა სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით
- პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით
- მოვალეა იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება
აუცილებელია:
- მანიკურის სპეციალობის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
- სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
სასურველია:
- სატრენინგო კურსები (სერთიფიკატი)
- მანიკურის სპეციალობის სწავლების გამოცდილება
ცოდნა და უნარები
აუცილებელია:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
- კომუნიკაციის კარგი უნარები
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
- ემპათიური
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
- მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
- როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
სასურველია:
- ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
- იუმორის გრძნობა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართებზე: loredana.monetti@caritas.ge; tamar.atskvereli@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28.01.2024
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgia;