სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: სოციალური დაცვის პროგრამის ოფიცერი
პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვის პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ვაკანსია ღიაა: ნებისმიერი მსურველისთვის
ხანგრძლივობა: უვადო, ოთხთვიანი გამოსაცდელი პერიოდით
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ.#2დ
დაწყების თარიღი: 1 სექტემბერი 2023 წელი
პროგრამის მიზანი:
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მოწყვლადი მოსახლეობის ღირსების დაცვა მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების გზით. პროგრამა მოიცავს ოთხ ძირითად პროექტს:
- ჰუმანიტარული სასადილო,
- ხანდაზმულთა დღის ცენტრი „ჰარმონია“,
- მოსმენის ცენტრები და სიღარიბის შესწავლა,
- ტანსაცმლის შეგროვება და დარიგება.
სამუშაო მიზანი:
პროგრამის ოფიცერი პასუხისმგებელია დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს პროექტების მართვასა და კოორდინაციაში, რათა უზრუნველყოს დროული და ეფექტური მუშაობა.
სამუშაო ვალდებულებები:
- დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს პროექტების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში;
- დაეხმაროს პროგრამის მენეჯერს საპროექტო წინადადებების მომზადებაში;
- უზრუნველყოს პროგრამის თანამშრომლებისათვის პროექტის ციკლის მართვის ყველა ეტაპის განხორციელებაში დახმარება
- ახალი პროექტების შემუშავება, რაც მოიცავს საჭიროების შეფასებას, ახალი პროექტების ჩამოყალიბებას, დაგეგმვას, განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას;
- დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს თხრობითი და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში, განხორციელებული პროგრამის ფარგლებში;
- მონაწილეობა მიიღოს პროგრამის მმართველი ჯგუფის საკოორდინაციო შეხვედრებში;
- საჭიროებიდან გამომდინარე და პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით, ჩაერთოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში;
- პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოს საჭირო დოკუმენტების, ანგარიშების, შეხვედრების/ღონისძიებების თარგმანი,
- დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს დაფინანსების მოპოვებაში;
- იყოს პროგრამის მმართველი ჯგუფის აქტიური წევრი;
- მონაწილეობა მიიღოს პროგრამის მენეჯმენტის ჯგუფის საკოორდინაციო შეხვედრებში;
- პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
- პასუხიმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
- პროექტების განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
- იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
- მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
- დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს ადვოკატირების საკითხებში;
- ხელი შეუწყოს პროგრამის მენეჯერს პროექტების განვითარებაში;
- საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა გონივრულ დავალებებს.
- უზრუნველყოს პროექტების პერსონალის მართვა;
- მონაწილეობა მიიღოს თანამშრომელთა შეფასებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება, გამოცდილება, უნარები
აუცილებელია:
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის მიმართულებით
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა
- რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
- კომპიუტერული/საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
- კომუნიკაციის კარგი უნარები, თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნებისმიერი ბენეფიციარის მიმართ
- გუნდში მუშაობის გამოცდილება
- წერითი და ანალიტიკური უნარები
სასურველია:
- რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
- პროექტების მართვის გამოცდილება
- ანგარიშების მომზადების და პროექტების წინადადებიოს წერის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
- მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
- როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
- მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
- კეთილგანწყობა, თბილი მიპყრობა ნებისმიერ ბენეფიციართან
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: inga.chkheidze@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში (წერილის თემაში) მიუთითოთ: პროგრამის ოფიცრის ვაკანსია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 19.06.2023
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 09.07.2023
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/;
https://www.facebook.com/caritas.georgia.social/