სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობა: მძღოლი/მობილიზატორი
მომსახურება/პროექტი: მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამის მობილური ჯგუფი; (კავშირშია დღის ცენტრსა და მასთან არსებულ სადღეღამისო თავშესაფართან)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული;
ანგარიშვალდებულია: პროექტის კოორდინატორის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილი სოციალური მუშაკის და პროგრამის მენეჯერის მიმართ
დაწყების თარიღი: 01.08.23
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინეტრესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელევადიანი, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: რუსთავი, საქართველო
სამუშაო მიზანი:
ქუჩასთან კავშირში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
ძირითადი მოვალეობები:
- პასუხისმგებელია უსაფრთხოდ უზრუნველყოს მობილური ჯგუფის გადაადგილება მანქანით;
- სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილ სოციალურ მუშაკთან (ჯგუფის ხელმძღვანელთან) შეთანხმებით, განსაზღვრავს და ადგენს გადაადგილების გრაფიკს და მარშრუტს.
- ველზე მუშაობის პროცესში მობილური ჯგუფის წევრებთან ერთად ადგილზე აფასებს ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი სოციალური მუშაკი არ ახლავს მობილურ ჯგუფს, მობ ჯგუფის წევრებთან შეთანხმებით დაუყონებლივ აწვდის სოც მუშაკს ინფორმაციას ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ;
- თანამშრომლებს ეხმარება სპორტული, გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობების წარმართვაში ველზეც და ცენტრშიც.
- ზრუნავს გუნდის უსაფრთხოებაზე.
- პასუხიმგებელია მასზე რიხცული ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე, მის სისუფთავესა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე;
- მოვალეა უშუალო ხელმღვანელების დავალებით შეასრულოს მომსახურებებით გათვალისწინებული შესყიდვები, ორაგანიზაციაში დადგენილი წესების დაცვით.
- მოვალეა უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასათან და ორგანიზაციაში დამტკიცებულ ფინანსურ პროცედურებთან;
- მოვალეა საქართველოს კარიტასის ლოჯისტიკი უზრუნველყოს ყოველთვიური ანგარიშებით სატრანსპორტო საშუალებების მოხმარების შესახებ ორგანიზაციაში დადგენილი პროცედურების მიხედვით;
- საჭიროების შემთხვევაში ასრულებს უშუალო ხელმძღვანელების სხვა დავალებებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო განათლება;
- ავტომობილის მათვის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება; (სასურველია ქონდეს B, C, კატეგორია)
- ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ–ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
- კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
ჰონორარი/ ხელფასი:
საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობაზე და გამოცდილებზე დაყრდნობით.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაცის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე : tamar.sharashidze@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განსაკუთრებული პირობები:
შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის „თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს“, შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: „ქცევისა და ეთიკის კოდექსი“, „ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა“ და სხვ.(პოლიტიკის დოკუმენტები იხ ვებ გვერდზე https://caritas.ge). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრულ თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 03.07.23
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 13.07.23
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;