თანამდებობის დასახელება: მოხალისეობის განვითარების ოფიცერი
ნგარიშვალდებული: დირექტორთან
მთავარი მიზანი: პასუხისმგებელია საქართველოს კარიტასში ადგილობრივი და საერთაშორისო მოხალისეთა მართვაზე, რეკრუიტინგზე, კოორდინირებაზე, მონიტორინგსა და მოხალისეობის განვითარების ზრუნვაზე.
სამუშაო მოვალეობები:
მართვა
- მოხალისეთა ციფრული (ელექტრონული) სისტემური ბაზების მართვა
- მოხალისეთა ციფრული (ელექტრონული) ბაზების მუდმივი ინფორმაციის დამუშავება და განახლება.
რეკრუიტინგი
- მოხალისეთა რეკრუიტირების ორგანიზება
- მოხალისეთა აპლიკაციიების შესწავლა.
- მოხალისეებთან ინდივიდუალური გასაუბრებების წარმართვა
- მოხალისეთა გამწესება შესაბამის პროგრამებსა და პროექტებში.
- მოხალისეებთან ციფრული (ელექტრონული) კონტრაქტის გაფორმება.
- მოხალისეთა მოზიდვის მიზნით შესაბამისი ადგილობრივი და გარე აქტივობების განხორციელება.
- სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram გვერდების მართვა)
კოორდინირება
- პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინირება, მათ შორის, საჭიროებების შეფასება, მიზნებისა და ამოცანების დასახვა და დადგენილ ვადებში შედეგების მიღწევა.
- პროექტის სამუშაო გეგმის შედგენა, პროგრესის მონიტორინგი, განხილვა და შეფასება.
- პროექტის ყველა ღონისძიების და შეხვედრის ეფექტური მომზადება/განხორციელება საჭირო დოკუმენტაციით
- მოხალისეთა საერთო შეხვედრების ორგანიზება, გარე აქტივობების განხორციელება და ორგანიზება. (მაგ. დასუფთავების აქცია, ხეების დარგვა, ცხელი წვნიანის დარიგება მათ ვისაც ეს სჭირდებათ, საკვების მოგროვება, ტანსაცმლის მოგროვება და დისტრიბუცია)
- პასუხისმგებლობის აღება გუნდის წევრებსა და პროექტის აქტივობებში მონაწილეებს შორის ინფორმაციის ეფექტურ დინებაზე;
- პროექტის მსვლელობისას ოპერაციული პრობლემების იდენტიფიცირება/მოგვარება და სამუშაო პროცესის გაუმჯობესება;
- პროექტის თხრობითი ანგარიშგება.
საერთაშორისო მოხალისეთა კოორდინირება
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია
- საერთაშორისო მოხალისეთა მიღების ორგანიზება.
- საერთაშორისო მოხალისეთა განწესება შესაბამის პროგრამებსა და პროექტებში.
- „Peace Corps Georgia”-სთან მოხალისეობრივ საქმიანობასთან თანამშრომლობა.
- ევროპის სოლიდარობის კორპუსის (European Solidarity Corps) მოხალისეობრივ საქმიანობასთან თანამშრომლობა.
მონიტორინგი
- მოხალისეთა მონიტორინგი და მხარდაჭერა, მათი ინდივიდუალური როლის შესაბამისად;
- მოხალისეობის წარმატებისა და გავლენის მონიტორინგი და შეფასება
- პროგრამის მენეჯერებთან და პროექტის კოორდინატორებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხალისის აქტივობებში ჩართულობის კოორდინაცია.
- მუდმივი მონიტორინგი და პროექტის შიდა შეფასება, საჭირო ცვლილებების მიგნებისა და განხორციელებისთვის, პროექტის ეფექტურობისა და ნაყოფიერების გაზრდის მიზნით;
მოხალისეობის განვითარებაზე ზრუნვა.
- მოხალისეთათვის საორიენტაციო ტრენინგების ორგანიზება.
- მოხალისეთა სწავლისა და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება ადგილობრივად.
- პროფესიული გაძლიერებისა და ფორმაციული შეხვედრების ორგანიზება.
- ეკლესიის მოხალისეთათვის ტრენინგების ორგანიზება.
- Cartias Europa და Caritas Internationalis ახალგაზრდულ ჯგუფებთან მჭირდო თანამშრომლობა.
სხვა
- ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება, როგორც ამას გონივრულად მოითხოვს დირექტორი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
პერსონალური მახასიათებლები:
განათლება და გამოცდილება
აუცილებელი
- ბაკალავრის ხარისხი
სასურველი
- ჰუმანიტარულ მეცნიერების ნებისმიერ დარგში ბაკალავრის ხარისხი.
- მოხალისეობრივი გამოცდილება
- ტრეინინგის ან ჯგუფური სწავლების გამოცდილება.
- ადგილობრივი და/ან საერთაშორისო არასამთავრობო სექტორში ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები
აუცილებელი
· ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა; |
· MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა · Windows-ის უახლესი ვერსიის სრულყოფილად ცოდნა; |
· კლავიატურაზე მუშაობის და სიტყვის დამუშავების კარგი უნარები; |
· ორგანიზაციული უნარები |
· კონფიდენციალურობის დაცვა; |
· ინტერპერსონალური უნარების მაღალი დონე; |
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; |
· კარგი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები (მათ შორის, წერითი, ზეპირი და პრეზენტაციური). |
სასურველი
· რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. |
· Google Docs, Sheets, Slides და Google Forms - ის საბაზისო დონეზე ცოდნა
|
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელი
· პოზიტიური ხედვით, მოტივირებული, ენთუზიასტი და ენერგიული; |
· ემპათიის უნარი. |
· კრიზისულ მოცემულობაში მუშაობის უნარი. |
· შეკრული გუნდის შემადგენლობაში, შემოქმედებითად და თანამშრომლობით მუშაობის უნარი; |
· პატიოსანი და ერთგული; |
· მოქნილი და ღია უწყვეტი ცვლილებებისთვის; |
· თანასწორობისა და სამართლიანობის დამცველი; |
· წარმატებული და მიზანმიმართული ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი. |
· პუნქტუალურობა; |
· პატივისცემა სხვა ეროვნების, რელიგიისა და შეხედულებების მიმართ. |
სასურველი
- იუმორის გრძნობა.
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი არაუგვიანეს ა/წ 25 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@caritas.ge გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობა - „მოხალისეობის განვითარების ოფიცერი“.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც 1994 წლიდან ახორციელებს სოციალურ და სამედიცინო პროექტებს საქართველოს სხვადსხვა რეგიონში. ორგანიზაციის მისიაა უპოვართა დახმარება, გულმოწყალების, ადამიანის რესურსების განვითარება, განათლება და სამართლიანობის დამკვიდრება საზოგადოებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს: www.caritas.ge