ხშირად მასწავლებლები გაკვეთილის პროცესში მოსწავლეების ჩართულობას მათ ქცევაზე დაყრდნობით აფასებენ. მაგალითად, თუკი მოსწავლე მშვიდად ზის მერხთან, უყურებს მასწავლებელს და ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ყურადღებით უსმენს მას, ითვლება, რომ იგი საკმარისად ჩართულია გაკვეთილის პროცესში, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. ამგვარ ქცევას, შესაძლოა, „მასწვლებლის საამებლად მიმართული ქცევა“ ვუწოდოთ. მასწვლებლებს, როგორც წესი, ახარებთ ამგვარი ქცევა, თუმცა ეს არ აისახება თავად მოსწავლის სწავლის დონეზე (არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე სწავლობს).
მნიშვნელოვანი განსხვავებაა ქცევით და კოგნიტურ ჩართულობს შორის. იმის შემჩნევა, არის თუ არა მოსწავლე კოგნიტურად ჩართული საკლასო პროცესში, უფრო მარტივია, თუკი ეს პროცესი დატვირთულია განხილვითა და მსჯელობით.
გაკვეთილზე მოსწავლის ჩართულობის განმარტება ჩართულობის გაზომვის მეთოდებთან ერთად იცვლება. ყველაზე ახლებური განმარტების თანახმად, ესაა მოსწავლის კოგნიტური ინვესტიცია, აქტიური ჩართულობა და ემოციური მზაობა იმისთვის, რომ ისწვლოს კონკრეტული სკითხი.
როგორაა მოსწავლე ჩართული სასწვლო პროცესში? ამ კითხვაზე პასუხი შემდეგნაირი შეიძლება იყოს: თუკი იგი აცდენს გაკვეთილებს, არ ამზადებს საშინაო დავალებებს, არ ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს და გაკვეთილის მიმდინარეობისას ცდილობს ხელი შეუშალოს თანაკლასელებს, მაშინ იგი ავლენს დაუმორჩილებლობას, რაც ჩართულობის ყველაზე დაბალი ხარისხია; არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლე არ ერთვება სასწვლო პროცესში, თუმცა ხელს არ უშლის სხვებს (რეტრეტიზმი); თუკი მოსწავლე ასრულებს მასწავლებლის დავალებებს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები, იგი ავლენს პასიურ დამყოლობას; ხოლო თუკი მისი მიზანი მასწავლებლისგან დადებითი შეფასების მიღებაა, ეს რიტუალური ჩართულობის კატეგორიას მიეკუთვნება. სასწავლო პროცესში ჩართულობის ყველაზე მაღალი ხარისხი, რომლის მიღწევაშიც ქვემოთ განხილული სტრტეგიები დაგეხმარებათ, გულისხმობს მოსწავლის მიერ ღირებულების დანახვას იმაში, რასაც სწავლობს. ამ შემთხვევაში ჩართულობა ნამდვილი და ავთენტურია.
რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ მიიპყროს მოსწავლეების ყურადღება, დააინტერესოს ისინი და წაახალისოს მათი სასწავლო პროცესში ჩართულობა? სხვადასხვა ავტორის რეკომენდაციები შესაძლოა ამგვარად შეჯამდეს: იმისთვის, რომ გაკვეთილი მოსაწყენი არ იყოს, დროდადრო შეცვალეთ ინსტრუქციები; შესთავაზეთ მოსწვლეებს საკუთარი ცოდნის გამოვლენის განსხვავებული გზები; დანერგეთ კლასში ფიზიკური აქტივობა; აქციეთ სასწავლო მასალა მოსწავლისთვის პერსონალურ ღირებულებად (აჩვენეთ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო მასალა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში); მიეცით მოსწავლეებს არჩევანი, აჩვენეთ, რომ ისინიც აკონტროლებენ საკუთარ საკლასო სამუშაოს; დაამკვიდრეთ კოლაბორციული სწვლება, რომელიც ხელს შეუწყობს კლასელებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას; მოიფიქრეთ აქტივობა, რომელიც იქნება გამოწვევა მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით, ჯგუფში ან წყვილში შესასრუებელი აქტივობები; აქციეთ სწავლა თამაშად (თამაშები და შეჯიბრებითი აქტივობები უფრო მეტად ზრდის მოსწავლის ჩართულობას, ვიდრე უბრალო პრაქტიკული დავალებები); ნათლად ჩამოაყალიბეთ სასწავლო მიზნები: მნიშვნელოვანია სპეციფიკური კითხვების ან გაკვეთილის მიზნების იდენტიფიცირება და მათი მნიშვნელობის ხაზგასმა; გამოიყენეთ ვიზულური მასალა, ცხრილები და ილუსტრაციები (სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან ვიზუალური მასალა); გამოიყენეთ ტექნოლოგიები მოსწავლეების ყურადღების მისაქცევად; გამოყავით გაკვეთილის ბოლო 5 წუთი იმისთვის, რომ მოსწავლემ მეწყვილეთან ერთად შეაჯამოს გაკვეთილის ძირითადი საკითხები; დაბოლოს, თუკი ამჩნევთ, რომ მოსწავლეები არ არიან ჩართული გაკვეთილის პროცესში, შეწყვიტეთ გაკვეთილი და ჰკითხეთ მიზეზი - რატომ. ისუბრეთ იმაზე, რაც მეტად აინტერესებთ და აგრძნობინეთ, რომ მოხარული ხართ, სცადოთ მათ მიერ შემოთავზებული აქტივობის განხორციელება.
ქვემოთ განხილულია 5 სასწავლო სტრატეგია, რომელიც უფრო მეტად წაახალისებს მოსწავლეების ჩართულობას, ვიდრე ტრადიციული გაკვეთილის მოდელი.
სტრტეგია 1: დიფერენციული ინსტრუქციები
სტრატეგია გულისხმობს თითოეული მოსწვლის ინდივიდუალური მახასითებლების გათვალისწინებით მათთვის სპეციფიკური აქტივობების შერჩევას.
დიფერენცირებული გაკვეთილის ჩატარების პირველ ეტაპზე მასწავლებელი ანაწილებს მოსწავლეებს მსგავსი სწავლის სტრატეგიის მიხედვით და თითოეულ ჯგუფს ინსტრუქციას აძლევს იმგვარად, რომ მიესადაგებოდეს მათი სწავლის სტრატეგიას.
განხორციელების საფეხურები:
1. გაიცანით თქვენი მოსწავლეები: ვისთვის რომელი სწავლის სტრატეგიაა წამყვანი?
2. დაგეგმეთ დიფერენცირებული გაკვეთილი: გაანაწილეთ ჯგუფებში მსგავსი სწავლის სტრატეგიების მიხედვით.
3. მოამზადეთ მოსწავლეები გაკვეთილისთვის: წაახალისეთ მცირე ჯგუფებში მუშაობისთვის საჭირო უნარები.
4. დაიხმარეთ მოსწავლეები აქტივობების დაგეგმვაში.
5. განახორციელეთ შერჩეული აქტივობები გაკვეთილზე.
სტრატეგია 2:შებრუნებული კლასის სტრატეგია (flipped class strategy)
სტრატეგია გულისხმობს, რომ ინსტრუქციები, რომელიც მასწავლებელს უნდა მიეწოდებინა მოსწავლეებისთვის კლასში, ჩაწერილია ელექტორნულ პლატფორმზე (მაგ, youtube) და ხდება საშინაო დავალება მოსწავლეებისთვის, ხოლო მათ ნაცვლად კლასში სრულდება პრაქტიკული დავალებები და პროექტები, რომელიც ტრადიციული მოდელის მიხედვით, მოსწავლის საშინაო დავალება უნდა ყოფილიყო.
განხორციელების საფეხურები:
1. შეამოწმეთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისთვის.
2. შექმენით ან შეარჩიეთ ვიდეო გაკვეთილები.
3. მოიფიქრეთ და დაგეგმეთ აქტივობა კლასში იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ვიდეო გაკვეთილები.
4. ჩაატარეთ ქვიზი, იმის განსასაზღვრად, როგორ უნდა განაწილდნენ მოსწავლეები დიფერენცირებული ინსტრუქციებისთვის და შესაბამისად, როგორი პრაქტიკული დავალებები უნდა შეასრულოს თითოეულმა ჯგუფმა.
5. განახორციელეთ დაგეგმილი აქტივობა კლასში.
სტრატეგია 3: პროექტზე დამყარებული სტრატეგია
სტრატეგია გულისხმობს ავთენტური, რეალობასთან დაკავშირებული პროექტების გამოყენებას, როგორც საფუძველს ინსტრუქციებისთვის.
გაკვეთილის სტრუქტურა:
1. რეალური პრობლემის წამოჭრა
2. პრობლემასთან დაკავშირებული პროექტის ძირითადი საკითხის ფორმულირება
3. საჭირო რესურსების მობილიზება
4. არტეფაქტების შექმნა
5. საბოლოო პროექტის წარდგენა
სტრატეგია 4: სტრატეგია შემოქმედებითობის ხელშეწყობისთვის
სტრატეგია ორიენტირდება კრეატიულობის განვითარებაზე, რამდენადაც კრეატიული მუშაობით მოსწავლეები უკეთ იგებენ სასწავლო მასალას და მეტად ერთვებიან გაკვეთილის პროცესში.
(1) სივრცე შემოქმედებისთვის: წარმოდგენს სივრცეს საკლასო ოთახში, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან/გამოიკვლიონ. მასწავლებლის მიერ უზრუნველყოფილია ადგილი, დრო, საჭირო რესურსები (მაგ, პრინტერი, ლეგოები, დრონები, კომპიუტერი). ოპტიმალური დრო აქტივობისთვის არის ერთი საათი კვირაში სამჯერ.
(2) შემოქმედებითი საათი: იმ დროის 20%, რომელის განმავლობაშიც მასწავლებელი სასწავლო მასალას ხსნის, მოსწავლეებს უბრუნდებათ დამოუკიდებელი, კრეატიული მუშაობისთვის.
სტრატეგია 5: თანასწორგანმანათლებლობა
ა) სთხოვეთ მოსწავლეს, რომელსაც კარგად ესმის სასწავლო მასალა, დაეხმაროს თანაკლასელს, რომლისთვისაც ეს სირთულეს წარმოადგენს.
ბ) სთხოვეთ უფროსი კლასის მოსწავლეებს, დაეხმარონ უმცროსებს სასწავლო მასალის გაგებაში.
გ) დაყავით მოსწავლეები წყვილებად და მიეცით შესაძლებლობა ორივეს, მოირგონ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის როლი.