საქართველოს კარიტასმა ახალგაზრდებისთვის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი გახსნა, სადაც მოსწავლეები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს ტექნოლოგიების სფეროში. სასწავლო ცენტრი ახალგაზრდებს პირველი სამი წლის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.
ახალგაზრდები შეძლებენ შემდეგი კურსების გავლას:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზისები:ინტერნეტი, პროგრამული და კომპიუტერული ინჟინერია. სტუდენტები მიიღებენ ღირებულ ცოდნას ინტერნეტის ეფექტურად გამოყენების შესახებ, ასევე ყველა იმ საბაზისო ცონდას რაც ტენქოლოგიების სფეროში ორიენტაციისთვისაა საჭირო.
- ციფრული მედია: თამაშები და ანიმაცია. ციფრული მედიის კურსებზე, სტუდენტები შექმნიან მულტიმედია პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარებაზე.
- გრაფიკული დიზაინი:სტუდენტები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით. გრაფიკული დიზიანის კურსი მოიცავს ისეთ პროგრამებს როგორიცაა: Photoshop, Illustrator, UX/UI Design.
- 4. ვებ – პროგრამირება:კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწევლიან კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნა სდა მათ მართვას. კურსის სხვადასხვა დონეენზე, შესაძლებელი იქნება HTML, CSS, jаvascript, Python-ის შესწავლა.
თითოეული კურსი არის 3-თვიანი. რეგისტრაცია შეუძლიათ 12-დან 21 წლამდე ახალგაზრდებს, მათ შორის, სხვადასხვა საჭიროების მქონე ახალგაზრდებს.
კურსებზე რეგისტრაცია 9 აგვისტოდან იწყება. ხოლო, სწავლა 27 სექტემბერს დაიწყება.
ყოველწლიურად, სასწავლო ცენტრში, დაახლოებით 150 ახალგაზრდა შეძლებს სწავლას. პროფესიული კურსები ახალგაზრდებს დაეხმარება გახდნენ კონკურენტუნარიანი ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე. გარდა პროფესიული კურსებისა, სასწავლო ცენტრის მენტორები ახალგაზრდებს დაეხმარებიან პორტფოლიოს შექმნასა და გასაუბრებისთვის მომზადებაში.
კრეატიული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებ-საიტს: www.cct.caritas.ge
კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: mariam.gabunia@cct.caritas.ge
რეგისტრაციისთვის, რომელიც 9 აგვისტოს დაიწყება, გთხოვთ გადადით ბმულზე: http://cct.caritas.ge/mod/page/view.php?id=187