29-30 სექტემბერს საქართველოს კარიტასის პარტნიორთა შეხვედრა გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს კარიტასის პრეზიდენტმა (წარმოდგენილი სომხური კათოლიკური ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორის, მამა მიქაელ ბასალეს სახით).
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს კარიტასის დირექტორი, ქ-ნ ანაჰით მხოიანი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს კარიტასის ორგანიზაციულ განვითარებაზე, რის შემდეგაც პროგრამების მენეჯერებმა მათ გამოწვევებზე და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე წარადგინეს პრეზენტაციები.
გარდა ამისა, მოწვეულმა სტუმრებმა - სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის უცხოელმა და ადგილობრივმა პარტნიორებმა, დონორებმა, ორგანიზაციის თანამშრომლებმა მოისმინეს კარიტასის ბენეფიციარების ისტორიები, დაათვალიერეს ბავშვების ხელნაკეთი ნივთები და ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სოციალურ კამპანიას გაეცნენ.
საქართველოს კარიტასის პარტნიორთა შეხვედრაზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წარმოდგენილი იყო სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, მიგრაციის და განვითარების, ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვისა და განვითარების, განათლების გაძლიერებისა და თემების მდგრადი განვითარებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და მზადყოფნის პროგრამების პრეზენტაციები.