2024 წლის 1 მარტს, გერმანიის კარიტასის დელეგაციის წევრები ბონადიო სვენია და ანისი ანნა საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას ეწვივნენ და შინმოვლის პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ. სტუმრებმა შინმოვლის პროექტის სამედიცინო გუნდის წევრებთან ერთად ბენეფიციარები ოჯახებში მოინახულეს და ადგილზე მოისმინეს მათი და ოჯახის წევრების შეფასება კარიტასის მიერ გაწეული სერვისის მნიშვნელობის შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი კოლეგები კოლეჯ ფანასკერტელს ეწვივნენ, სადაც საქართველოს კარიტასთან მრავალწლიანი თანამშრომლობის წარმატებულ შედეგებს, საექთნო სასწავლო პროგრამის განვითარების და სტუდენტების ტრენინგების საკითხებს გაეცნენ.