2022 წლის 15 ივნისს, ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და იტალიის მთავრობის ორგანიზებით, რომში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების ერთობლივი ფორუმი სახელწოდებით "სრულფასოვანი ცხოვრება მთელი სიცოცხლის განმავლობაში - სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკის შემუშავებაში კვლევის ერთობლივი ძალისხმევა“ გაიმართა, სადაც შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი საზოგადოების წევრები UNECE რეგიონიდან. კონფერენციის მთავარი თემა იყო „ძალების გაერთიანება ხანდაზმულთა სოლიდარობისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა მთელი ცხოვრების განმავლობაში“.
დაბერების საკითხებზე გამართულ მინისტერიალს, ასევე დაესწრო საქართველოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ აზარაშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
ქეთევან გოგინაშვილი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;
ზაალ მიქელაძე - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ლელა ბაქრაე - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის
ხელმძღვანელი;
უჩა ვახანია - კოალიცია შინმოვლა საქართველოში, აღმასრულებელი დირექტორი;
გაიოზ ყუბანეიშვილი - საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი.
UNECE მინისტერიალი 2022-ის კონფერენციაზე მოისმინეს დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა (MIPAA) და მისი განხორციელების რეგიონალური სტრატეგია.
კონფერენციაზე მიღებული იყო ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც რეკომენდაციას აძლევს წევრ ქვეყნებს დაცული იყოს ხანდაზმულების უფლებები საკანონმდებლო დონეზე ეიჯიზმის დაძლევის მიზნით, ხელი შეეწყოს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესს, უზრუნველყოფილი იყოს ხანდაზმულების უწყვეტი განათლება და დასაქმების შესაძლებლობა მთელი ცხოვრების განმავლობაში; ხადნაზმულებისთვის გრძელვადიანი ზრუნვის უზრუნველყოფა და დაბერების პრობლემების მეინსტრიმინგი.
ფორუმის მთავარი მიზანია ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ყველა ასაკის პირისთვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა.