გაიცანით კარიტასი
კარიტასი სიყვარულს ნიშნავს
საქართველოს კარიტასი საქმიანობას თავისი პროექტების და პროგრამების მეშვეობით ახორციელებს, რათა დაეხმაროს მოწყვლად ადამიანებს - მარტოხელა მოხუცებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, უსახლკარო ადამიანებს, შშმ-პირებს, შინ მოვლის მწოლიარე პაციენტებს - მათზე ყოველდღიური ზრუნვით და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მეშვეობით.
განვითარების კუთხით „საქართველოს კარიტასი“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ბავშვებისა და მოზარდების განათლებისა და პროფესიულ მომზადებაზე, ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების რე-ინტეგრაციაზე და სოფლის თემების განვითარებასა და გაძლიერებაზე.