2022 წლის 14 ივლისს შინმოვლის სტანდარტების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა- თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორმა- კახა ერაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორმა- თამარ ქიტიაშვილმა და ზრუნვის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, საქართველოს კარიტასისა და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წარმომადგენლები.
შინმოვლის სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა შინმოვლის სტანდარტის პროექტი.
შინმოვლის სტანდარტიზაციის პროცესი ინიცირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შშმ პირთა სააკოორდინაციო საბჭოს კომიტეტის ფარგლებში.
მხარეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მომსახურების სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა, შეფასების და მონიტორინგის, ასევე, პერსონალის კვალიფიკაციებისა და ზრუნვის სექტორის მომიჯნავე პროფესიების როლზე.
შეხვედრის დროს, აქცენტი გაკეთდა რეზიდენციული კვალიფიციური საექთნო მოვლის სტანდარტის შემუშავების საკითხზეც.
შეხვედრის ბოლოს, შინმოვლის სტანდარტის სრულყოფისათვის დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები,- კერძოდ, პერსონალის კვალიფიკაციისა და სასწავლო პროგრამების განხილვა.
შეხვედრა ჩატარდა საქართველოს კარიტასის პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.