საქართველოს კარიტასი 3 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ქალაქ გარდაბანში პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტს ხსნის.
ცენტრი აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი სტანდარტებით და მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების გაწევას.
სამედიცინო ცენტრი „კეთილი სამარიელი“ აშენდა წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის სახსრებით.