
15-16 ივნისს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები, სადაც ერთ-ერთი მონაწილე ორგანიზაცია საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი იქნება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საგანმანათლებლო-ინტერაქციულ სივრცეში, საშუალება ექნება შეხვდეს სპეციალისტებს, პროფესიულ სტუდენტებს, პროფესიული პროგრამების უკვე წარმატებით დასაქმებულ კურსდამთავრებულებს და პოტენციურ დამსაქმებლებს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!
დრო: 15-16 ივნისი, 12:00 -23:00
მისამართი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი.
#Skills4Georgia
#პროფესიულიგანათლებასაქმიანითაობისთვის