- რას ნიშნავს შენთვის მოხალისეობა?
მოხალისეობა ჩემთვის ნიშნავს ადამიანების დახმარებას უანგაროდ.
- რა მოგცა მოხალისეობამ კარიტასში?
გამაცნო საინტერესო ადამიანები,გამიმძფრა სიკეთის კეთების სურვილი და გავიზარდე ადამიანური თვალსაზრისით.
- ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად შეგეხო შენი მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულების დროს?
ერთ-ერთი "წვნიანის დარიგების" აქციის დროს შევნიშნე მამაკაცი რომელსაც ფეხსაცმელი ჰქონდა გახეული,შემდეგში კი მივუტანე,მას ამ ფაქტით ძალიან გავახარე და ბედნიერი ვიყავი იმით, რომ მომეცა იმის შესაძლებლობა ერთი წუთით მაინც, ვიღაცის ღიმილის მიზეზი გავმხდარიყავი.
- რას ნიშნავს შენთვის ეს წოდება „ წლის საუკეთესო მოხალისე“?
ეს წოდება მე მანიჭებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობას,მოტივაციას რათა ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობით სხვა ახალგაზრდებსაც დავანახო თუ რაოდენ მარტივია გაახარო ვინმე ძალიან მარტივი ადამიანური ქმედებით.
სამხრეთ საქართელო: მარია აკოფიანი
- რას ნიშნავს შენთვის მოხალისეობა?
- მე ვარ მარია აკოფიანი , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი და საქართველოს კარიტასის მოხალისე. მოხალიესეს წოდება, ერთ-ერთი ყველაზე კარგი და ამქვეყნად სასიამოვნო საქმეა ჩემთვის.
ყველა ადამიანს არ შეუძლია იყოს მოხალისე, რადგან მოხალისე სიყვარულსა და სითბოს დებს გაკეთებულ საქმეში, იგი მზად არის არანაირი შემოსავლის გარეშე იმუშაოს და დაეხმაროს ადამიანს ,რომელიც მას სჭირდება.
პირადად ჩემთვის ეს არის დროის გააზრებულად გამოყენება. ამისგან მე დიდ სიამოვნებას ვიღებ და მიხარია რომ ვარ ერთ- ერთი დიდი ორგანიზაციის, "კარიტასის" მოხალისე.
- რა მოგცა მოხალისეობამ კარიტასში?
-პირველ რიგში გავხდი უფრო კომუნიკაბელური და აქტიური ადამიანი,სკოლამდელ ასაკში ვიყავი ძალიან წყნარი და მორცხვი ბავშვი ,მაგრამ როდესაც გავხდი კარიტასის მოხალისე ცენტრში ჩატარებულ ყველა აქტივობაში დავიწყე აქატიური მონაწილეობა .
უნებურად გავხდი კომუნიკაბელური ,აქტიური ,მეგობრული და უფრო პასუხისმგებელი ადამიანი. ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანების დახმარება იმით რითაც შემეძლო,მოხალისეობამ კარიტასში მომცა შესაძლებლობა დავეხმარო ადამიანებს ვისაც ნამდვილად აქვს ამის საჭიროება (იქნება ეს ფიზიკური დახმარება ან ფსიქოლოგიური ).
- ისტორია ,რომელიც ყველაზე მეტად შეგეხო შენი მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულების დროს?
„მოხალისე’’ ადამიანს შინაგანად უნდა ჰქონდეს მოხალისისთვის დამახასიათებელი თვისებები და არა სახელწოდებით იყოს მოხალისე. წელს ვმუშაობდი არჩევნებზე აგიტატორად და ვიყავი ერთ ქალბატონთან ,რომელიც მარტო ცხოვრობს და არ ჰყავს არც შვილები და არც ნათესავები.შესვლისას დამავიწყდა რატომ შევედი ,იმდენად იმოქმედა ჩემზე ამ ქალბატონის მდგომარეობმა და ყველა საჭირო ინფორმაცია მივაწოდე და მერე ვკითხე, თუ რა პრობლემები აქვს და მე რით შემიძლია დავხმარებოდი. ცრემლიანი თვალებით მიყურებდა და მიპასუხა. -არაფერი არ მჭირდება,კარგი მეზობლები მყავს და სულ მეხმარებიან ,თქვენ რომ შემოხვედით ჩემთან და მკითხეთ რა მჭირდებოდა, ეგეც ჩემთვის დიდი დახმარებააო . მერე სახლში დაბრუნებისას დავინტერესდი და გავიგე ,რომ ახალგაზრდა გოგო ჰყავდა გარდაცვლილი . დღემდე მახსოვს და მინდა რომ რაღაცით დავეხმარო იმ ქალბატონს . - რას ნიშნავს შენთვის ეს წოდება „წლის საუკეთესო მოხალისე’’?
2021 წლის საუკეთესო მოხალისე გავხდი ,ეს ჩემთვის ,პირველ რიგში ,მოტივაციის ამაღლების გზაა,და რაც მთავარია ეს წოდება ჩემგან ითხოვს მეტი პასუხისმგებლობას და ერთგულებას.მინდა ვიყო სამაგალითო სხვა მოხალისეებისთვის და ამ წოდების ღირსეული მატარებელი. მადლობა საქართველოს კარიტასს, რომ დამიფასა ჩემი შრომა და მინდა რომ ყველა მოხალისე გახდეს ამ წოდების მფლობელი.
დასავლეთ საქართელო: ლილიანა ჯაჯანიძე
- რას ნიშნავს შენთვის მოხალისეობა?
- ჩემთვის მოხალისეობა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. უკვე 1 წელია რაც მოხალისე მქვია,ჩემთვის საამაყოა ვიყო ამ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ერთი დიდი ბედნიერებაა როცა ჩემი წვლილი შემაქვს ადამიანების დახმარებაში,მათ ვისაც ნამდვილად სჭირდება ეს ყველაფერი. ჩემთვის მერქვას კარიტასის მოხალისე არის საამაყო,რადგან ბევრი ადამიანის მადლიერი თვალები დავინახე ამ მცირე დროში და მჯერა კიდე ბევრჯერ დავეხმარები და უკეთესობისენ შევცვლით ერთად მათ მომავალს.
- რა მოგცა მოხალისეობამ კარიტასში?
კარიტასში მოხალისეობამ მასწავლა უპირველეს ყოვლისა, ადამიანების დახმარება სწორად. მაგალითად, შეიძლება ქუჩაში მენახა უპოვარი და მას თანხით დავხმარებოდი. მაგრამ მხოლოდ თანხა არ არის საკმარისი, მათ სჭირდებათ საუბარი, მოსმენა და გვერდით დგომა. ასევე, ვისწავლე როგორ მივიღო სიამოვნება სხვების დახმარებით. პოზიტივით და უზღვავი ენერგიით ვივსები, როცა მადლიერი და კმაყოფილი ბენეფიციარი გვყავს.
- ისტორია ,რომელიც ყველაზე მეტად შეგეხო შენი მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულების დროს?
ამ 1 წლის მანძილზე მე შეხება მქონდა მოხუცებთან და ასევე ბავშვებთანაც დღის ცენტრში. ერთ-ერთ ამბავს გავიხსენებდი, მოხუცების მოვლის დროს ვსაუბრობდი. ისინი იხსენებდნენ თავიანთ ახგაზრდობას და მეც დიდი სიხრულით ვუსმენდი. ერთ ერთი ბემეფიციარი წარსულში იყო წარმატებული ბალერინა,თუმცა მისი სახელი დღეს მივიწყებულია. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ამ ადამიანს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და ყოველთვის პოზიტივით და ენერგიით სავსე მოდის ჩვენთან, საოცარ ენერგიას ატრიალებს. ცხოვრება ზოგჯერ ძალიან რთული შეიძლება იყოს მაგრამ ბედნიერება დ სახეზე ღიმილი არ უნდა გაგვიქრეს.
- რას ნიშნავს შენთვის ეს წოდება „წლის საუკეთესო მოხალისე’’?
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კარიტასს. ჩემთვის ეს წოდება არის საპასუხისმგებლო და საამაყო. ვფიქრობ, მომავალში ძალიან დამეხმარება, რადგან უფრო მოტივირებული და ენერგიით სავსე დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას, რასაც ქვია მოხალოსეობა.