2021 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას ეწვივნენ ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერმა, გაიოზ ყუბანეიშვილმა და სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის კოორდინატორმა, მაია მიქაძემ სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია შინმოვლის სპეციალისტების პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების შესახებ.
პრეზენტაციის დროს განხილულ იქნა შინმოვლის სფეროში დასაქმების პერსპექტივები.