2021 წლის 20-21 ოქტომბერს საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის სამედიცინო გუნდმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგში, რომელიც ეხებოდა კინესთეტიკას. ტრენინგს ხელმძღვანელობდა კინესთეტიკის სპეციალისტი, შუქია ჭინჭარაული.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეეხნენ საკითხებს, რომლებიც მოიცავდა კინესთეტიკის ისტორიას, ჰენდლინგს, შემთხვევბის დამუშავებას კინესთეტიკის კონცეფციების საფუძველზე. ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა შეასრულეს სხვადასხვა დავალება.
ტრენინგი ჩატარდა საქართველოში გერმანიის ქ. ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის, საქართველოს კარიტასისა და წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა.