4 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასის მიერ განხორციელებულმა ახალმა პროექტმა, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრმა, პირველი სტუდენტები მიიღო.
ცენტრში სტუდენტებს დახვდათ კეთილმოწყობილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, პროფესიონალი მასწავლებლები და კეთილგანწყობილი თანამშრომლები. ტექნოლოგიების ცენტრში სწავლა რეგულაციების ყოვლგვარი დაცვით მიმდინარეობს.
ამჟამად ცენტრში 70 მოსწავლეა ჩარიცხული. ისინი სრულიად უფასოდ გაივლიან გრაფიკული დიზაინის, ვებ-პროგრამირების, თამაშების დეველოპმენტისა და ციფრული წიგნიერების 3-თვიან კურსებს.
აღსანიშავია, რომ კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი ხორციელდება პოლონეთის დახმარების (Polish Aid), გერმანული ორგანიზაციების „Renovabis”-ისა და „Kindermissionswerk”-თან თანამშრომლობით.