„რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება”.
ლუკა 14:11
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თავმდაბლობა უფრო მეტად აღიქმევა, როგორც ადამიანის სისუსტე. თუმცა, მსოფლიოს ყველა ქრისტიანისთვის ეს მუდამ იყო და არის სათნოება.
თავმდაბლობა ეს ის ერთ-ერთი ცნებაა, რაც მაცხოვრის მოწოდებით, ჩვენი ცხოვრების თანმდევი უნდა იყოს, რადგან თავდმდაბლობა ეს არ არის თავის დაკნინება, ეს სხვების დაფასება და მათი ღირსების პატივისცემაა. იესომ მოციქულების ფეხის განბანით დაგვანახა, რომ კარგი წინამძღოლი არის ის, ვინც სხვებს ემსახურება. მაცხოვარი ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ ვემსახუროთ სხვებს თავმდაბლობით, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის ადამიანურობაში.
აღდგომა არის საუკეთესო დრო დავფიქრდეთ ამ სათნოებაზე და ჩვენი ცხოვრება განვაგრძოთ ამ სულისკვეთებით, რაც სულიერად გვამდიდრებს.
ბედნიერ აღდგომას გისურვებთ ყველას!
ანაჰით მხოიანი,
საქართველოს კარიტასის დირექტორი