შობა ის დღეა, როცა ღმერთმა დიდი სიყვარული მოგვანიჭა მისი ძის სახით. ეს ნიშნავს, რომ შობა ყველა ქრისტიანისთვის ყველაზე ბედნიერი დღესასწაულია რადგან, სიყვარული ყველაფრის საფუძველია.
2020 ყველასთვის რთული წელი იყო, მაგრამ ყოველი სირთულე გაჭირვების გარდა კიდევ სწავლის და მადლიერების შესაძლებლობაა. მადლიერების - რადგან, ის რაც ჩვენთვის ყოველდღიურობა და ჩვეული იყო, ახლა ვხვდებით, რომ ცხოვრების საჩუქარია.
იმედია, რომ ყველა სირთულე წარსულში დარჩა, და ქრისტეს შობასთან ერთად განვაახლებთ ჩვენს ცხოვრებას.
საქართველოს კარიტასი, დიდი სიყვარულით გისურვებთ ბედნიერ და ნაყოფიერ 2021 წელს.